02 მარტი, 2015
გაუპატიურება ''გრეის 50 შუქჩრდილის'' გავლენით - 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება
ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში 19 წლის არაბული წარმოშობის სტუდენტმა მოჰამედ ჰოსეინმა თანატოლი გააუპატიურა. მას 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

როგორც ძიებამ დაადგინა, მან გოგონა თავის ოთახში მიიწვია, მერე კი სტუმარს თავს დაესხა, სცემა, რის შემდეგაც ქამრებით დააბა და გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოგონასთან ადრეც ჰქონია ინტიმური ურთიერთობა, ოღონდ ''ჩვეულებრივი''. ეს ექსპერიმენტი კი ''გრეის 50 შუქჩრდილის'' გავლენით ჩაატარა და სავარაუდოდ, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება გისოსებს მიღმა მოუწევს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აი ია
სანამ ფილმს ნახავთ ჯობია წაიკითხოთ.აქ არის ძნ ბევრი ბდსმ ელემენტი.
22:25 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS