01 მარტი, 2015
10 რამ რასაც თქვენი ქმრის საყვარელი გეტყოდათ...
შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები ცოლებს ღალატობენ, ეს შეიძლება იყოს ,,გაგულავება" ერთი ღამით ან სტაბილურად ერთი და იგივე ქალთან სიარული. ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 მოსაზრებას, რომელსაც თქვენი ქმრის საყვარელი გაგიზიარებდათ, საშუალება რომ ჰქონდეს.

1. კაცის ბუნება ვერ ითავსებს მონოგამიის ცნებას, ასე რომ ძალიან იშვიათად კმაყოფილდება ერთი ქალით.

მამაკაცის უპირველესი ღირსება ოჯახია, მან ცოლის პოზიციისთვის შენ აგირჩია და არა მე, აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ
შენ უფრო სერიოზულად აღგიქვამს, ვიდრე მე. მიუხედავად ამისა, ნუ დაგავიწდება, რომ სერიოზულ მამაკაცსაც მოსწონს თავზეხელაღებული ნაბიჯების გადადგმა. შენ მისი შვილების დედა და ოჯახის ბურჯი ხარ, მაგრამ დროის გატარებას მაინც ჩემთან ამჯობინებს. მას უჭირს ერთ ქალში თავი მოუყაროს ყველა იმ თვისებას, რაც მისი ბედნიერებისთვისაა საჭირო. აგრეთვე, ყველა კაცი დაბადებიდანვე ბიოლოგიურად მონადირეა და არასდროს დასჯერდება ერთ ქალს. შეეგუე იმას, რომ არ იქნება შენი ერთგული.

2. შენი მეუღლის გადმოსახედიდან, თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია რაც მეგობრულ სტადიაში გადავიდა

შეიძლება შენ ჯერ კიდევ იტყუებ თავს, რომ ქმარი შენთან ვნებით კავდება სექსით. თუ სიცრუეში ცხოვრება შენთვის კომფორტულია შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე არ გაახილო თვალები, მაგრამ თუ ეს მიამიტობით მოგდის, მე ვალდებულიც კი ვარ, რომ რეალობა დაგანხვო, შენ და შენ ქმარს ,,მეგობრული სექსი" გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს. ( და ამას ჩემთან არ მალავს.)

3. შენს ქმარს, როგორც იტყვიან, ,,ჩიჩიაც უნდა და ბაბაც!"

შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია და, ვინაიდან შენ ხელს უწყობ, გამოსდის კიდეც.

4. შენი ქმარი თავისი ფინანსების უდიდეს ნაწილს მე მახარჯავს!

იმის მიუხედავად, რომ შენგან განსხვავებით, მისთვის სანდო და გრძელვადიანი ინვესტიცია არ ვარ, ფინანსების უდიდეს ნაწილს მაინც მე მახარჯავს. როგორ გგონია არასდროს იღებს პრემიას? ან თუ იღებს, ასეთ დაბალ თანხას? რატომ დადის ხშირად მივლინებებში? გჯერა რომ მარტოა? რატომ არასდროს არ ჰყოფნის ფული ოჯახის პრობლემების მოგვარებისისა და შენი სურვიელბის ასრულებსითვის?

5. შენი მეუღლის მესაიდუმლე ვარ!

შეუძლებელია ვერ გრძნობდე, რომ გაუცხოვდა, თქვენს შორის უშველებელი უფსკრული წარმოიშვა... ეგ უფსკრული მე ვარ! ყველაფერს მე მიყვება. ნუ გგონია, რომ მხოლოდ სექსი გვაქვს.

6. ჩემთვის რისკზე მიდის!

მამაკაცები ცდილობენ დამალონ არაოფიციალური ურთიერთობები, რომ ჭორები, უხერხული კითხვები და ცოლების სკანდალები აირიდონ თავიდან. ის კი მაინც ჩემთან მოდის... ჩემთან ერთად დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და გასართობად, ღიად მეფლირტავება და მეფერება. იცის, რომ შეძლება დაგკარგოს, მაგრამ მაინც რისკავს ჩემთვის!

7. თუ ის ,,ცუდი ბიჭია," მაშინ მე -,,ცუდი გოგო ვარ!"

ის, რაც შენ გაღიზიანებს და რის გამოც დაუსრულებლად შეგიძლია იჩხუბო, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აზარტული თამაშები, სიგარეტი, ნარკოტიკი, სასმელი, - ყველაფერ ამას უდიდესი სიამონებით ვიზიარებ მასთან ერთად.

8. ჩემთან გახსნილად საუბრობს თავის სექსუალურ სურვილებზე

მისიონერულ პოზაში სექსი დიდი ხანია მოსწყიდა შენს ქმარს! ამ საკითხზე ვერ გელაპარაკება, რომ არ გაწყენინოს, ამიტომ ყველა მის აღვრახსნილ სურვილს მე ვაკამყოფილებ. შენ ვერ წარმოგიდგენია როგორ უნდა გააკეთო მინეტი, მე კი ხალისიანად ვთანხმდები ორალურ სექსზე. შენ ალბათ გაგიკვირდება და ლოგინში ვთამაშობთ კიდეც, ხანდახან უფლებას ვაძლევ რომ დომინანტი იყოს.

9. სერიოზული კომპლექსი აქვს

შენი ქმარი ძალიან ეჭვიანობს სხვა მამაკაცებზე. მე, რა თქმა უნდა, ეჭვიანობის საბაბს ვაძლევ! იმისთვის რომ სხვა კაცისკენ არ გავიხედო (მე კი ხშირად ვიხედები), მპირდება რომ მიგატოვებს და სამუდამოდ ჩემთან იქნება.

10. შენთან შვილების გამო ჩერდება

მე უფრო ახალგაზრდა ვარ... შესაბამისად ის თვლის, რომ ნელ-ნელა ასაკში შედიხარ და ხიბლი გეკარგება. ერთადერთი, რაც არ იცვლება ის არის, რომ მისი შვილების დედა ხარ. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ შენ გვერდითაა. შენთან ყოფნისას ხშირ შემთხვევაში ჩემზე ფიქრობს.

თათული ღვინიანიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნია
იქ სადაც სიყვარულია და ინტელექტუალური საერთო, არ არსებობს მობეზრება და უბრალოდ "ჩემი შვილების დედა". ჩემი მშობლები დღემდე სეყვარებულებს გვანან და მეც გავთხოვდი მაშინ,რ ოცა სიყვარული მოვიდა. მთავარია, სიყვარული არ აგქრეს.. თუ გაქრა, ასეთ ოჯახს აზრიც არ აქვს.
17:15 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Xხხ
თათული რა ნიჭიერი გოგო ხარ შენ :))) რა თემა, რა სტილი.. მრავლისმომცველი, საინტერესო.. აქტუალური.. Aი განსაკუთრებით Dასაწყისია საინტერესო სადაც ერთი ღამით გაგულავებაზეა (რა ლექსიკაა!!) საუბარი!! ბრავო!! ნუ Gეშინია, შენც გათხოვდები
15:47 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ვინმეს შეუძლია ამიხსნას ამ პოსტის არსი? ნუ მითხრა ეს ყველაფერი, მერე რა, მე ეს ისედაც ვიცოდი, დიდხანს ვცდილობდი მეპატიებინა და ოჯახი არ დამენგრია, მაგრამ ვერ შევძელი, ბოლო-ბოლო მივხვდი რომ ამ ბრძოლაში სიყვარული შემომეხარჯა და უკვე აღარც ქმარი მჭირდება და აღარც ოჯახი, ხო და გავანთავისუფლე, ისე გირსი კი იყო ჩემი ქმრის საყვარელი მისთვის უბრალოდ ადგილი გამეცვალა და ეხლა მე მეყურებინა ის როგორ ნერვიულობს, ეჭვიანობს და იგივე შეცდომებს უშვებს რომლებსაც მე ვუშვებდი, მაგრამ მოღალატესთან ცხოვრება აგარ შემიძლია, მარტოც კარგად გავზრდი ბავშვებს, მათ ნახვას არასდროს ავუკრძალავ, მაგრამ არ ვიცი ოდესმე გავუშვებ თუ არა ბავშვებს მასთან ღამის გასათევად, ჯერ არ შემიძლია, მზად არ ვარ
00:21 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
უცხო
თუ კაცმა ერთი აიშვააა... ჰოდა ჯანდაბამდე გზა ჰქონიააა
06:15 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ცოლი
პ.ს. ჩემ ქმარს უზომოდ ვუყვარვარ და არასოდეს მიღალატებს, მეტიც ვერ იტანს თქვენნაერ ქალებს! მე გამიმართლა... :) მაგრამ ვიცნობ ოჯახხებს სადაც ეს პრობლემაა და ალბათ არავინაა დაზღვეული, მაგრამ ამ ეტაპზე არ მაღელვაბთ მეძავეებო და ღმერთიც არ დაივიწყოთ! თქვენ მძიმე ცოდვაში ხართ...მომაკვდინებელში, 10 მცნებას არღვევთ!!!
00:07 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ცოლი
დარწმუნწბული ვარ ეს სტატია ვიღაც ცოლიანი კაცის საყვარლის დაწერილია, რომელსაც მთელი გულით უნდა საყვარლის ცოლს მოუყვეს თავის "უპირატესობებზე", მაგრამ იცის რომ მაგრად მიიღებს ამის გამო და დაწერა ასე, მესამე პირში... ცნობისთვის ბოზებო, ჩვენი ქმრები თქვენ მეპირეებს გეძახიან :)))
00:01 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიანნა
ზოგადად მე თუ მკითხავთ მოგალატე ყველა ადამიანში ზის მიუხედავად სქესისა უბრალოდ გამოყენების შანსი თუ მიეცა რაც შეეხება ქმრის გალატს ისინი 100 შემთხვევიდან ასივეში გალატობენ ამიტომ ნუ იქნებით დარწმუნებული მათ ერთგულებაში უბრალოდ თუ გიყვართ მეუგლე ნუ მისცემტ ვიგაცას იმის საშუალებას ზემოთ ჩამოთვლილი პარაგრაფები გითხრათ ხო რაც შეგეხებატ თქვენ მაკაკო კარგად იქცევით მომწონს ყოჩაგ თუ პატიებას აპირებთ ცოტა ხანს მაინც აწუწუნეტ რომ მიხვდეს რას კარგავდა
20:59 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკაკო
ჩემი ქმრის საყვარელს მივეცი საშუალება, ის ეთქვა ჩემთვის, რასაც ფიქრობდა. თითქმის ყველაფერი ზემოთთქმული მითხრა, იმის გარდა, რომ მასზე უფროსი და შეუხედავი ვარ, რადგან პირიქითაა--ჩემზე რამოდენიმე წლითაა უფროსი. ჰოდა, მოვუსმინე, მერე ჩემიც ვუთხარი., ავუხსენი, რომ არ მსურდა იმ კაცის ცოლი ვყოფილიყავი, ვინც ის აირჩია. ავუკარი გუდა-ნაბადი ჩემს ქმარს, ისიც წავიდა საყვარელთან და სულ 2 თვე გაძლო მასთან. ჯერჯერობით მეც არ მიმიღია უკან და ალბათ, არც მივიღებ, თუმცა შვილების გულისათვის, შეიძლება რაღაც გავითვალისწინო.
18:21 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
არაა საჭირო.....
100 პროცენტით გეთანხმებით.
17:49 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
არაა საჭირო
არარსებობს ერთგული მამაკაცი. თუ ვინმეს ჰგონია რომ მას არ ღალატობს ქმარი ძაან დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. და საყვარელს თუ ჰგონია მაგარი ქალი ვარო ცდება. მობეზრდება და საყვარელსაც მიაგდებს. ასე რომ ყველა ქალმა უნდა დაიკიდოს სად დადის მისი ქმარი და ისე მოექცეს როგორც მეზობელს. დარწმუნებული იყავით აქეთ დაგიწყეთ დევნას და საყვარლისთვის დროც არ დარჩება. კაცს სიამოვნებს როცა ცოლი აკონტროლებს, ჰგონია ჭკუა ეკეტება ქმარზედა მის იქით არ გაიხედება. აბა არ მიაქციოთ ყურადგება მის გასვლებს და აგრძნობინოთ რომ არ გაინტერესებს სად მიდის და გვინ რატომ მოდის. უფრო მოიგებთ ამით.
21:24 / 01-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS