მიუხედავად ამისა, ჟურნალ ,,Sexual Medicine-ში" გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წყვილების 60% ფიქრობს ქუჩაში სექსზე. თუ თქვენ უმრავლესობაში შედიხართ სიფრთხილე და მოხერხებულობა გმართებთ, რადგან გარეთ სექსს თავისი ,,კანონები" აქვს:
ა. არავინ უნდა გახდეს ინტიმური აქტის მომსწრე
ბ. არ უნდა
გ. ვერ უნდა გხედავდნენ
გ. წარმოდგენაც კი არ უნდა ჰქონდეთ, რომ თქვენ სექსი გაქვთ!
1. ხალხმრავალი წვეულების სააბაზანო
როდესაც ირგვლივ ბევრი ადამიანია, თქვენ და თქვენს პარტნიორს არ გაგიჭირდებათ ყურადღების მიქცევის გარეშე ,,გაძრომა."" ეცადეთ ისეთი სააბაზანო შეარჩიოთ, სადაც ხშირად არ შედიან სტუმრები. (სულსწაფობას ნუ გამოიჩენთ, შეამოწმეთ კარის ჩაკეტვა ხომ არ დაგვწყებიათ!)
2. თქვენს მანქანაში
სადმე მიდიხართ? მანქანით სამოგზაუროდ ხომ არა? თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადააყენოთ მანქანა და დაკავდეთ ინტიმით. მანამდე აუცილებლად დარწმუნდით რომ მანქანას არაფერი სჭირს, თორემ შეიძლება გაფუჭდეს და თქვენი ცხოვრების რაღაც პერიოდი საშინელებათა ფილმს დაემსგავსოს.
3. პარკში
თუ პარკი სექსისთვის მიმზიდველ ადგილად გეჩვენებათ, მაშინ დაელოდეთ ღამეს, როცა არავინ სეირნობს. ამ შემთხვევაში უხერხულ სიტუაციაში შეიძლება სხვა იმავე იდეით შეპყრობილმა წყვილმა ჩაგაგდოთ. მოერიდეთ ბავშვებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას, მაშინაც კი თუ ძალიან გვიანია.
არჩევანი თქვეზეა, მოწოდებულ იდეებს ჭკვიანურად გამოიყენებთ თუ კვლავ საწოლში მიეცემით ვნებას.
თათული ღვინიანიძე