ეს ჟესტი თანამედროვე ურთიერთობისთვის არის დამახასიათებელი. შენი საცვალის ადგილი ყველგან მოიძებნება, ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი: სავარძლის უკან, ლოგინის ქვეშ, სამუშაო მაგიდის უჯრაში, სამზარეულოში, სააბაზანოში და აშ. საცვალი არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ მამაკაცი შენი წასვლის შემდეგაც გააგრძელებს შენზე ფიქრს. მაშინაც კი თუ დიდი ხნით დაიკარგები მუდამ გექნება უკან დასაბრუნებელი მიზეზი. კაცში გააღვიძებ სექსუალურ ფანტაზიებს, მას არ გაუნელდება შენდამი სურვილი.
2. შენი სამკაული
ამ ჟესტს მაშინ მიმ
3. შენი (სუნამოს) სურნელი
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ მამაკაცს სიამოვნებს როცა ვნებიანი ღამის (თუნდაც დღის) შემდეგ ლოგინში მარტო წევს და საყვარელი ქალის სურნელს გრძნობს, მან შეიძლება ბალიშიც კი ჩაიხუტოს.
4. ნივთი პარფიუმერიიდან
ამ შემთხვევაში ყველაზე უპრიანი ტუჩსაცხია. როდესაც მამაკაცს უტოვებ ნივთს შენი პარფიუმერიიდან ეს ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა სერიოზულ კალაპოტშია.
5. დისკი, რომელზეც ჩაწერილია ეროტიკული ფილმი
ამ ფილმს იგი შენ გარეშე არ უყურებს. კიდევ ერთი, ინტიმურობით სავსე, პაემანი გექნებათ.
6. წიგნი, რომელსაც კითხულობ
შეიძლება მას ერთი სული ჰქონდეს გაიგოს თუ რა ხდება რომანის დასასრულს, მაგრამ თავიდან ბოლომდე წაიკითხოს ნაწარმოები, რომ შენთან სალაპარაკო თემა ჰქონდეს.
თაკო კალანდაძე