თუმცა ჩინეთმა ამ პროგრამის წარმატებისთვის ცოტა მსხვერპლი არ გაიღო.
ჩინეთში ბავშვები, განსაკუთრებით კი ვაჟი ძალიან უყვართ. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვი ოჯახში ლამის გაღმერთების ობიექტი გახდა, მით უმეტეს, რომ ოჯახების უმრავლესობას მართლაც ერთადერთი შვილი ჰყავდა და დღემდე ასეა. ბავშვები იქ ნამდვილ პატარა იმპერატორებად იქცნენ. მშობლები მათ ნებისმიერ კაპრიზს ასრულებენ და საკუთარ თავს ბევრ რამეს უკრძალავენ მათ სასარგებლოდ. ხანდახან ასეთი განებივრება ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მიდის. მაგალითად, წელს იანვარში 13 წლის განებივრებულმა გოგონამ დედა აიძულა, ორსულობის მე-13 კვირაში აბორტი გაეკეთებინა და მისთვის დედმამიშვილი არ გაეჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა.
ვინც ცდილობს, კანონს გვერდი აუაროს, დღესაც ჰონკონგში მიდიან შვილის გასაჩენად, სადაც საკუთარი კანონმდებლობა აქვთ.
იმის გამო, რომ ერთი შვილის გაჩენის უფლება ჰქონდათ მხოლოდ, ოჯახები არჩევანს ძირითადად ვაჟის სასარგებლოდ აკეთებდნენ. ამიტომ უმრავლესობა ვაჟი ჩნდებოდა წლების განმავლობაში და ქვეყანამ სერიოზული გენდერული დისბალანსი მიიღო. ამას მოჰყვა ქალების დეფიცინი და ჰომოსექსუალიზმის მკვეთრი ზრდა.]
იხილეთ გაგრძელება