ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ ცოტა არ არის მსოფლიოში და სწორედ მათ შორის რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ და შოკის მომგვრელ ამბებს გავიხსენებთ. ისევ და ისევ იმისთვის, რომ მშობლები და საზოგადოება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ამ თემას და გაუფრთხილდნენ თავიანთ შვილებს. რადგან შემთხვევათ უმეტესობა, რასაკვირველია, მოზრდილ მამაკაცთა მხრიდან ძალადობას უკავშირდება.
ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო გააოგნა... პერუელი ლინა მედინა მსოფლიოში ყველაზე პატარა ორსული იყო - 5 წლის. 1939 წელს პერუელმა ლინა მედინამ სწორედ 5 წლის ასაკში იმშობიარა და საკეისრო კვეთით გააჩინა პატარა ბიჭი. ის ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა მედიცინის ისტორიაში.
ლინა მშობლებმა მიიყვანეს ექიმთან იმის გამო, რომ მუცელი მეტისმეტად გაეზარდა. თავიდან ეგონათ, რომ ეს სიმსივნე იყო, თუმცა მალე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი შვიდი თვის ორსული იყო.
ამ ამბიდან თვენახევარში მან იმშობიარა კიდეც, უფრო სწორად, საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რადგან მენჯის ძვალი ჯერ განუვითარებელი ჰქონდა.
ლინას ბავშვი ისე გაიზარდა, ლინა თავისი და ეგონა. მხოლოდ ათი წლისას გაუმხილეს ნამდვილი ამბავი. ის ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუმცა 1979 წელს, 40 წლისა გარდაიცვალა ძვლის ტვინის სიმსივნით.
რაც შეეხება დაორსულების ფაქტს, ლინას არასდროს გაუმხელია, ვისგან დაორსულდა. მამამისიც კი დააპატიმრეს გაუპატიურების ბრალდებით, მაგრამ არავითარი სამხილი არ არსებობდა და გაუშვეს. მოგვიანებით მეცნიერებმა შედარებით სარწმუნო ვერსია დაუშვეს - პერუელ ინდიელებს შორის (განსაკუთრებით ისეთ სოფლებში, როგორშიც ლინა ცხოვრობდა) ძველებურად გავრცელებულია მასობრივი დღესასწაულები, რომლებიც ჩვეულებრივ, ორგიებით მთავრდება ხოლმე. სავარაუდოდ, გოგონა რაღაცნაირად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ "დღესასწაულზე" და შემდეგ დაორსულებულიყო. ფაქტია, რომ მას ამაზე არავისთან არ ულაპარაკია და არც შემდეგ გაუმხელია პრესისთვის ეს ამბავი. მოგვიანებით ლინა გათხოვდა და 1972 წელს მეორე ვაჟიც გააჩინა.
ბულგარელი კორდეზა ჟელიაზკოვა 11 წლისა გახდა დედა. "ახლა სკოლაში აღარ ვივლი და თოჯინებით არ ვითამაშებ, ახალი სათამაშო მაქვს - ჩემი ქალიშვილი". გოგონას ორსულობა მისი ქორწილის დროს გაირკვა, როცა შემოტმასნილ საპატარძლო კაბაზე მუცელი გამოიკვეთა. როგორც კორდეზას ახალგამომცხვარმა, 19 წლის ქმარმა თქვა მოგვიანებით, ვითომ ეგონა, რომ გოგონა 15 წლის იყო. კორდეზამ მშვიდობიანად იმშობიარა და ყველაზე ახალგაზრდა დედების რიცხვს შეუერთდა.
იხილეთ გაგრძელება