ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ნენცებით არის დასახლებული. ნენცები ციმბირის ტერიტორიაზე უძველეს დროში დასახლდნენ და მას მერე იქ ცხოვრობენ. მათ თავიანთი ენა აქვთ, თავისი დიალექტებით - მაგალითად, ერთ-ერთ დიალექტს ტუნდრული ჰქვია.

ნენცების გარეგნობაში გაერთიანებულია მონგოლოიდური და ევროპული ნაკვთები. საშუალო სიმაღლის,
ნენცების უძველესი ტრადიცია ირმების მოშენებაა. ჩრდილოური ირმით ისინი კიდეც იკვე-ბებიან, ტრანსპორტის სახითაც იყენებენ და მათი სამოსის ძირითადი წყაროც ის არის. იამალის ნახევარკუნძულზე რამდენიმე ათასი ნენცი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 500 ათასი ირემი ჰყავთ.
ეს ადამიანები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და სადაც ბინადრობენ, იქ თავიანთ საცხო-ვრებელ კარვებს - ჩუმებს აღმართავენ. ნენცებს და ბევრ ჩრდილოელ ხალხს უამრავი ცრურწმენა აქვთ. მაგალითად, მათ აქვთ ორი სახელი - ერთი, რომელსაც მშობლები არქმევენ, და ერთი, რომელიც სხვებმა უნდა დაუძახონ. მშობლების მიერ დარქმეულ სახელს საგულდაგულოდ მალავენ, რომ თვალი არ ეცეთ.

ასევე არ შეიძლება, სახელით მიმართო შენზე უფროს ადამიანს - ეს შეურაცხყოფაა.
ნენცებს სჯერათ სულების არსებობის. მათი მთავარი სული ნუმია - ზეცის სული, რომელიც ბუნებას მფარველობს. ამ სულს ხშირად სწირავენ ძირითადად ირემს.
თუმცა, რითაც ნენცები ყველაზე მეტად აოცებენ დანარჩენ საზოგადოებას, ეს მაინც უმი ხორცისა და სისხლის მირთმევაა. უმ ხორცსა და სისხლს ისინი ბავშვებსაც აჭმევენ. ასე რომ, იქ ადვილად შეიძლება გაფატრული ირმის გარშემო მსხდომი პატარების დანახვა, რომლებიც ცხოველის შიგნეულით ნაყრდებიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''