19 თებერვლიდან, კინოთეატრ რუსთაველში, გახმაურებული საშინელებათა ფილმის მეორე ნაწილის -"ქალი შავებში 2: სიკვდილის ანგელოზი" პრემიერა გაიმართება. სიუზენ ჰილის წიგნის "ქალი შავებში" პირველი ეკრანიზაცია 1989 წელს შედგა. 13 წლის შემდეგ კი, ფილმის რიმეიქი დენიელ რედკლიფის მონაწილეობით გადაიღეს და კრიტიკოსთა შეფასებებით, ის ორიგინალთან შედარებით ბევრად წარმატებული გამოდგა. მალე მაყურებელს შესაძებლობა ექნება შეაფასოს ფილმის სიქუელი-"ქალი შავებში 2: სიკვდილის ანგელოზი".
წინაწარი შეფასებებით ფილმის მეორე ნაწილი პირველზე უფრო საშიშია და სწორედ ამიტომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები მას განსაკუთრებულად ელიან. რეჟისორი-ტომ ჰარპერია,
ხოლო ფილმში მთავარ როლს ჯერემი ირვინი ასრულებს, რომელსაც ჰოლივუდის კარი სტივენ სპილბერგის ფილმმა "
war horse" გაუღო. ფილმი 2012 წელს ოსკარის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
ჯერემი ირვინმა 2013 წელს ოსკაროსან კინოვარსკვლავებს ნიკოლ კიდმანსა და კოლინ ფერტს გაუწია პარტნიორობა ფილმში "
The Railway Man". ახალგაზრდა მსახიობის წარმატებულ კინოროლად ითვლება დაკოტა ფანინგთან ერთად ოლი პარკერის დრამაში "
Now is Good" შესრულებული როლი, რომელიც მსოფლიო ბესტსელერის ეკრანიზაცია იყო