10 თებერვალი, 2015
დედამ შვილის გატაცება შეუკვეთა "აღმზრდელობითი" მიზნით
აშშ-ში დედამ საკუთარი ექვსი წლის შვილის გატაცება შეუკვეთა, მისივე თქმით, მისი "სწორად აღზრდის" საბაბით.
ინციდენტი ამერიკის ქალაქ ტროიში მოხდა. ბავშვის დედამ, ბებიამ და დეიდამ დაიქირავეს მამაკაცი, რომელმაც მათი სურვილით, სკოლის ავტობუსიდან გამოსული ბიჭი გაიტაცა, მანქანაში ჩატენა და თავის სახლში წაიყვანა. გამტაცებელს ბავშვი სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი, წინასწარ ხელ-ფეხი შეუკრა, სახეზე კი ქურთუკი ჩამოაცვა. ემუქრებოდა პისტოლეტით და ეუბნებოდა, რომ ვეღარასდროს ნახავდა დე
დას.

ბავშვის "აღმზრდელთა" გეგმით, ამგვარ "სპექტაკლს" პატარაზე უნდა ემოქმედა, მათი ვარაუდით, ის აღარ იქნებოდა გაუგონარი, ცელქი და ამიერიდან დაუჯერებდა დედას. ქალებს კიდევ ერთი "დიადი მიზანი" ჰქონიათ – ამის მერე ბიჭი მიხვდებოდა, რომ არასდროს უნდა მინდობოდა უცხო მამაკაცებს. 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS