ქალებივით იქცევიან, ქალების სახელებს ირქმევენ, თუმცა სინამდვილეში არც ქალებს მიეკუთვნებიან და არც კაცებს.
მამაკაცების ასეთი არჩევანი სამხრეთ აზიაში არ იკრძალება და არც ისჯება, თუმცა ჰიჯრებს უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ.
მათ ხშირად ადამიანებადაც არ აღიქვამენ და არ ეხებიან, როგორც ხელშეუხებელ კასტას. ბანგლადეშში ე.წ. მესამე სქესის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ სწავლა, ლოცვა, არც სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებს არ აჰყავთ სამუშაოზე. მათ ჯანდაცვის უფლებაც კი არ
ისღა დარჩენიათ, ერთ კომუნად იცხოვრონ, რომ ერთმანეთს ამოუდგნენ მხარში, ერთმანეთი დაიცვან და დისკრიმინაციას ცოტათი მაინც აარიდონ თავი.
ზოგიერთები არალეგალური პროსტიტუციით ირჩენენ თავს, ზოგიერთებმა მოახერხეს და ქარხნებში შავ მუშებად მუშაობენ. სახლში დაბრუნებულები კი სხვადასხვა ოცნების ასრულებაზე ფიქრობენ. ზოგიერთი მშვენიერ პრინცს ელოდება, სხვა -დედობაზე ფიქრობს.
''თავი ქალთევზა მგონია. სხეული მეუბნება, რომ მამაკაცი ვარ, სული კი მიმტკიცებს, რომ ქალი ვარ'', -ამბობს 51 წლის ჰინა, რომელმაც ბავშვი იშვილა და ახლა იმაზე დარდობს, ერთხელაც პატარამ მამა არ დაუძახოს.



ჟურნალი ''რეიტინგი''