06 თებერვალი, 2015
2016 წლიდან გენმოდიფიცირებული ბავშვები დაიბადებიან
ინგლისის პარლამენტში გამართული ცხარე დებატების შემდეგ ხმათა უმრავლესობით მოიწონეს სამი ადამიანის გენის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია. ეს ბრიტანელი მკვლევრების დიდი გამარჯვებაა, რომელსაც სამედიცინო წრეებში მხარდაჭერა ხვდა წილად, თუმცაღა კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესია პროტესტით შეხვდა.

უნიკალური მეთოდიკა დაეხმარება იმ მშობლებს, რომლებსაც აქვთ რისკი, მათი შვილები გენეტიკური პათოლოგიებით დაიბადონ. მათ მიეცათ შანსი, ჯანმრთელი შვილები გაუჩნდეთ.

მეთოდიკის მიხედვით, ემბრიონი მიიღებს მშობლების და ასევე დონორის დენეემს.
"ბევრი სასოწარკვეთილი ოჯახისთვის ეს არის სინათლე გვირაბის ბოლოს", - აღნიშნა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა
ჯეინ ელისონმა. 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS