07 ივლისი, 2013
„1001 ღამის“ შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა
ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო. ახლახან „მაესტროს“ ეთერში კიდევ ერთი თურქული სერიალი „1001 ღამე“ დაიწყო და ქართველ მაყურებელს სავაშისა და იასემინის სიყვარულის ამბავი ლამის გადაავიწყა. ჰალით ერგენჩისა და ბერგიუზარ კორელის ეკრანულმა დუეტმა მაყურებლის სიმპათია უკვე დაიმსახურა. როგორც ამბობენ, ერგენჩი თურქი ქალების გულთამპყრობელია. ჩაანაცვლებს თუ არა მურატ ილდიმირს, ანუ სავაშის როლის შემსრულებელს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ სერიალმა ფართო მაყურებლის ყურადღება უკვე მიიპყრო,
ამიტომაც შევეცდებით, უფრო მეტი მოგითხროთ ამ სერიალისა და მისი მთავარი გმირების რეალური ცხოვრების შესახებ, რომელიც „1001-მა ღამემ“ შეცვალა.

ჯერ სერიალის ფაბულას გაგაცნობთ - ბერგიუზარ კორელის გმირი, ზღაპრის გმირის სახელით - შეჰრეზადი, მარტოხელა დედაა, რომელსაც მდიდარი ოჯახიშვილი მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპება. ვინაიდან მის მშობლებს რძალი არ უნდოდათ, არც შვილიშვილს იღებენ და უდიდესი პრობლემის წინაშე შეჰრეზადი სრულიად მარტო აღმოჩნდება.

სერიალის დასაწყისში ირკვევა, რომ მის მცირეწლოვან ბიჭუნას ლეიკემია სჭირს და დედამ სასწრაფოდ თუ არ იშოვა 200 ათასი დოლარი, ძვლის ტვინის გადანერგვას ვერ დააფინანსებს და შესაბამისად, ბავშვი დაიღუპება. შეჰრეზადი დასახმარებლად ბავშვის ბაბუას მიმართავს, რომელსაც ამ თანხის გადახდის ძალა შესწევს, თუმცა დახმარებაზე უარს ეტყვის. სერიალის მთავარ გმირს რჩება ერთადერთი გზა, დათანხმდეს მდიდარი ონურის შეთავაზებას და საჭირო თანხის სანაცვლოდ მასთან ერთად ღამე გაატაროს. საქმეს ის ართულებს, რომ ონური იმ კომპანიის დირექტორია, სადაც შეჰრეზადი ახლახან მიიღეს...

მოვლენების განვითარებას ქართველი მაყურებელი „მაესტროს“ ეთერში ადევნებს თვალს, თუმცა ამ სერიალთან დაკავშირებით საინტერესო სულ სხვა რამ არის. როგორც აღმოჩნდა, „1001- მა ღამემ“ ორივე მთავარი მსახიობის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა. ბერგიუზარმა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული სწორედ გადასაღებ მოედანზე იპოვა და ეს ჰალით ერგენჩი აღმოჩნდა. ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო.

როგორც ჩანს, ერგენჩი საკუთარ თავსა და გრძნობებს ვერ მოერია და მალევე დააკანონა ურთიერთობა ახალ სიყვარულთან. ბერგიუზარმა და ჰალითმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და მალევე ვაჟი შეეძინათ. ბედნიერი წყვილი პატარასთან ერთად თურქული გამოცემებისთვის სიამოვნებით პოზირებდა. მათ ბედნიერებას შორიდან ადევნებდა თვალს ერგენჩის ყოფილი ცოლი, რომელიც დიდი ხანი უარყოფდა ხმებს მეუღლესთან ბერგიუზარის გამო ურთიერთობების არევის შესახებ...
Rating
კორელისა და ერგენჩის სიყვარულის ამბავზე, რომელიც „1001 ღამის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო, პრესა ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ერგენჩი ოფიციალურად დაქორწინებული გახლდათ. წყვილი იმდენად აშკარად გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს და ყველგან ერთად ჩნდებოდა, რომ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი- ისინი ერთად იყვნენ.


ჰალით ერგენჩი თურქეთში ხუთ ყველაზე ლამაზ მამაკაცს შორის არის დასახელებული. მის როლებს შორის გამორჩეულია სერიალ „დიდებულ ეპოქაში“ შესრულებული სულთან სულეიმანის როლი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა. რაც შეეხება ბერგიუზარ კორელს, ის მსახიობი და მოდელი გახლავთ. კორელმა პოპულარობა სწორედ შეჰრეზადის როლით მოიპოვა, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა „დიდებულ ეპოქაშიც“ . გარკვეული პერიოდის წინ ცოლ-ქმარს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ისინი „ტვიტერზე“ ერთმა ქალბატონმა გალანძღა, მან ჰალითს სამსახიობო მონაცემები დაუწუნა, ბერგიუზარს კი უემოციო უწოდა. ამის გამო ცოლ-ქმარმა პროკურატურას სარჩელით მიმართა და საჯარო ლანძღვის გამო ცილისმწამებელი ქალბატონის დასჯა მოითხოვა.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნინო
ლალა გემოვნებაზე არ დაობენ კარგი კაციაააა
16:27 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
"ამ" და "ლალა" კაცში სილამაზე კი არ უნდა მოგწონდეს-ლამაზი კაცის დედაც, და მისი სქელი საფულე არა და ის უნდა გიყვარდეს მაგრამ თქვენ მაგას ვერ გაიგებთ ტყუილად გელაპარაკებით.და რო კითხულობთ რა მოეწონაო იმ კაცშიო დაწექი მაგასტან და იქნებ მერე მიხვდე-თუ დაგაწვენს რა საკვირველია.მაგრამ თქვენ კაცებს ფულის მიხედვით ეზებთ ეგ კიდე დიშოვკების მაჩვენებელია.
09:31 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ამ
ნინი ბადარაშვილისა არ იყოს,კაცს კი არა ჯაყოს გაყვა,საერთოთ ნინის შესაფერისი არასდროს არ ყოფილა მითუმეტეს იმ კომენტარის შემდეგ რაც ვიხილეთ,კაცის გარდა ყველაფერია
00:40 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
რა მოსწონთ ამ კაცში ვერ გავიგე,ეს ლამაზი ქალი როგორ გაყვა,პირადათ მე ამ კაცს არ გავყვებოდი,ჩემს გემოვნებაში არ ჯდება,მე ასე ვფიქრობ და სხვისი არ ვიცი
00:31 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS