07 ივლისი, 2013
„1001 ღამის“ შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა
ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო. ახლახან „მაესტროს“ ეთერში კიდევ ერთი თურქული სერიალი „1001 ღამე“ დაიწყო და ქართველ მაყურებელს სავაშისა და იასემინის სიყვარულის ამბავი ლამის გადაავიწყა. ჰალით ერგენჩისა და ბერგიუზარ კორელის ეკრანულმა დუეტმა მაყურებლის სიმპათია უკვე დაიმსახურა. როგორც ამბობენ, ერგენჩი თურქი ქალების გულთამპყრობელია. ჩაანაცვლებს თუ არა მურატ ილდიმირს, ანუ სავაშის როლის შემსრულებელს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ სერიალმა ფართო მაყურებლის ყურადღება უკვე მიიპყრო,
ამიტომაც შევეცდებით, უფრო მეტი მოგითხროთ ამ სერიალისა და მისი მთავარი გმირების რეალური ცხოვრების შესახებ, რომელიც „1001-მა ღამემ“ შეცვალა.

ჯერ სერიალის ფაბულას გაგაცნობთ - ბერგიუზარ კორელის გმირი, ზღაპრის გმირის სახელით - შეჰრეზადი, მარტოხელა დედაა, რომელსაც მდიდარი ოჯახიშვილი მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპება. ვინაიდან მის მშობლებს რძალი არ უნდოდათ, არც შვილიშვილს იღებენ და უდიდესი პრობლემის წინაშე შეჰრეზადი სრულიად მარტო აღმოჩნდება.

სერიალის დასაწყისში ირკვევა, რომ მის მცირეწლოვან ბიჭუნას ლეიკემია სჭირს და დედამ სასწრაფოდ თუ არ იშოვა 200 ათასი დოლარი, ძვლის ტვინის გადანერგვას ვერ დააფინანსებს და შესაბამისად, ბავშვი დაიღუპება. შეჰრეზადი დასახმარებლად ბავშვის ბაბუას მიმართავს, რომელსაც ამ თანხის გადახდის ძალა შესწევს, თუმცა დახმარებაზე უარს ეტყვის. სერიალის მთავარ გმირს რჩება ერთადერთი გზა, დათანხმდეს მდიდარი ონურის შეთავაზებას და საჭირო თანხის სანაცვლოდ მასთან ერთად ღამე გაატაროს. საქმეს ის ართულებს, რომ ონური იმ კომპანიის დირექტორია, სადაც შეჰრეზადი ახლახან მიიღეს...

მოვლენების განვითარებას ქართველი მაყურებელი „მაესტროს“ ეთერში ადევნებს თვალს, თუმცა ამ სერიალთან დაკავშირებით საინტერესო სულ სხვა რამ არის. როგორც აღმოჩნდა, „1001- მა ღამემ“ ორივე მთავარი მსახიობის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა. ბერგიუზარმა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული სწორედ გადასაღებ მოედანზე იპოვა და ეს ჰალით ერგენჩი აღმოჩნდა. ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო.

როგორც ჩანს, ერგენჩი საკუთარ თავსა და გრძნობებს ვერ მოერია და მალევე დააკანონა ურთიერთობა ახალ სიყვარულთან. ბერგიუზარმა და ჰალითმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და მალევე ვაჟი შეეძინათ. ბედნიერი წყვილი პატარასთან ერთად თურქული გამოცემებისთვის სიამოვნებით პოზირებდა. მათ ბედნიერებას შორიდან ადევნებდა თვალს ერგენჩის ყოფილი ცოლი, რომელიც დიდი ხანი უარყოფდა ხმებს მეუღლესთან ბერგიუზარის გამო ურთიერთობების არევის შესახებ...
Rating
კორელისა და ერგენჩის სიყვარულის ამბავზე, რომელიც „1001 ღამის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო, პრესა ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ერგენჩი ოფიციალურად დაქორწინებული გახლდათ. წყვილი იმდენად აშკარად გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს და ყველგან ერთად ჩნდებოდა, რომ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი- ისინი ერთად იყვნენ.


ჰალით ერგენჩი თურქეთში ხუთ ყველაზე ლამაზ მამაკაცს შორის არის დასახელებული. მის როლებს შორის გამორჩეულია სერიალ „დიდებულ ეპოქაში“ შესრულებული სულთან სულეიმანის როლი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა. რაც შეეხება ბერგიუზარ კორელს, ის მსახიობი და მოდელი გახლავთ. კორელმა პოპულარობა სწორედ შეჰრეზადის როლით მოიპოვა, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა „დიდებულ ეპოქაშიც“ . გარკვეული პერიოდის წინ ცოლ-ქმარს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ისინი „ტვიტერზე“ ერთმა ქალბატონმა გალანძღა, მან ჰალითს სამსახიობო მონაცემები დაუწუნა, ბერგიუზარს კი უემოციო უწოდა. ამის გამო ცოლ-ქმარმა პროკურატურას სარჩელით მიმართა და საჯარო ლანძღვის გამო ცილისმწამებელი ქალბატონის დასჯა მოითხოვა.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
katerina
ძალიან სასიამოვნო საყურებელი სერიალია სიამოვნებით ვუყურებ და ბედნიერებას ვუსყრვებ,რეალურ ცხოვრებაში წყვილს რომლებიც ამშვენებენ და სერიალს :*
10:30 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
მაკა სერიალუ ნეტ სჰედი ამ საიტზე ცჰამოყევი და ცჰამონატვალია და იქაა ტურქული სერიალები და ნახავ.
00:17 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
დიანას ვეტანხმები
16:28 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
დიანა მართალი ხარ.
13:39 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ნათქვამია:კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოსო!მთავარია კაცი ნამდვილად იყოს ქალისთვის საყრდენი და მზრუნველი!კაცები სახლში ზიან და ქალები ვირებივით შრომობენ,მათი ნაშოვნი ფულებით კი ლოთობას და გართობას უნდებიან!თურქები ქრისტიანები რომ იყვნენ,ქართველი ქალები ქართველ კაცებს ნამდვილად აღარ გაყვებოდნენ!მართალია ჩვენთანაც არიან კარგი კაცები მაგრამ,უმეტესობა ძალიან ცუდად ექცევა ქალს,განსაკუთრებით სიმთვრალეში!ნახეთ რა ხდება დღევანდელ საქართველოში,ქართველი ქალი სადღაც წლობითგადაკარგული,ვირივით შრომობს,აქ კი მათი ქმრები არყის და ღვინის ჭიქას არ უშვებენ ხელიდან!თურქეთში და საერთოდ უმეტეს მუსულმანურ ქვეყნებში ოჯახის კულტია და ცოლშვილს ისე ინახავენ,რომ ქალს საშოვარზე გასვლა არ სჭირდება!აი ეს არის კაცობა და არა ლამაზი და გაპრანჭული კაცი!ამიტომაც არის იქ მეტი პატიოსნება და ოჯახური სიწმინდის განცდა!აი ამიტომ არიან ჩვენთან ამდენი ცისფერები და ლესბოსელები!!!მაპატიეთ,თუ ვინმეს უნებლიედ ვაწყენინე!
10:11 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მაკა მგონი turkishtvseries.ru ამ საიტზე შჰეგიძლია თურქული სერიალების ნახვა
22:21 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ბრწყინვალე საუკუნეს სად უყურებთ?ვერსად ვერ ვიპოვე.დამიწერეთ რა როგორ და სად შედიხართ
13:13 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
დზალიან კარგი წყვილები არიან და ბედნიერებას ვუსურვებ
22:29 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ლელა, გეტყობა მაგარი გემოვნება გაქვს,ნეტავ დამანახა შენი მოწონებული მამაკაცი,თუ გყავს საერთოდ.ისე,გემოვნებაზე არ დაობენ.ეხლა მე ვუყურებ "ბრწყინვალე საუკუნეს "ერგენჩის მონაწილეობით ,გირჩევ ნახო,იქნება აზრი შეიცვალო.
17:40 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალას
რა ურიგო კაცია?? რაღა ეშველება თქვენნაირებს თუ არ მოსწონთ!!!!
16:33 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS