როგორც 18 წლის მოზარდის დედა ამბობს, იმ საღამოს ბიჭის ოთახში ბარათი იპოვა, სადაც ეწერა: "დედა, საავადმყოფოში წავედი. არ იღელვო. მალე დავბრუნდები".
ამასობაში მას სამზარეულოს დანა აუღია და ქუჩაში ისე გავიდა. სწორედ ქუჩაში მყოფმა, ერთ-ერთი მაღაზიის წინ იდაყვამდე მოიჭრა მარჯვენა ხელი. ამის მერე, ვითომც არაფერი, ტაქსი გამოიძახა და უახლოეს საავადმყოფოში მივიდა. მოჭრილი ხელი იქ
მცირე ხნის შემდეგ პოლიციამ იპოვა ბიჭის ხელი და ექიმებმა მიაკერეს, თუმცა როგორ მიიღებს ორგანიზმი და იმუშავებს თუ არა შემდეგ ამ ხელით, უცნობია. მედიკოსებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ბიჭის მშობლები შოკში არიან. ამბობენ, რომ ვერ იგებენ ამგვარი საქციელის მიზეზს. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით კი, მიზეზი ინტერნეტია. მან მოზარდი მეტისმეტად იმპულსური და დამოკიდებული გახადა.
იხილეთ გაგრძელება