04 თებერვალი, 2015
მოზარდმა, რომელიც ინტერნეტდამოკიდებულებას ვერ აღწევდა თავს, ხელი მოიჭრა
ინტერნეტდამოკიდებულება მთელ მსოფლიოში სულ უფრო მძიმე ფორმებს იძენს. ეს ბოლო შემთხვევა ჩინეთში მოხდა - ბიჭი ვერაფრით აღწევდა თავს დამოკიდებულებას და ხელი მოიჭრა.

როგორც 18 წლის მოზარდის დედა ამბობს, იმ საღამოს ბიჭის ოთახში ბარათი იპოვა, სადაც ეწერა: "დედა, საავადმყოფოში წავედი. არ იღელვო. მალე დავბრუნდები".

ამასობაში მას სამზარეულოს დანა აუღია და ქუჩაში ისე გავიდა. სწორედ ქუჩაში მყოფმა, ერთ-ერთი მაღაზიის წინ იდაყვამდე მოიჭრა მარჯვენა ხელი. ამის მერე, ვითომც არაფერი, ტაქსი გამოიძახა და უახლოეს საავადმყოფოში მივიდა. მოჭრილი ხელი იქ
დაწერა, სადაც ეს უცნაური შემთხვევა მოხდა.

მცირე ხნის შემდეგ პოლიციამ იპოვა ბიჭის ხელი და ექიმებმა მიაკერეს, თუმცა როგორ მიიღებს ორგანიზმი და იმუშავებს თუ არა შემდეგ ამ ხელით, უცნობია. მედიკოსებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ბიჭის მშობლები შოკში არიან. ამბობენ, რომ ვერ იგებენ ამგვარი საქციელის მიზეზს. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით კი, მიზეზი ინტერნეტია. მან მოზარდი მეტისმეტად იმპულსური და დამოკიდებული გახადა. 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS