თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქალს ამ წესის დაცვა ბავშვობიდან დაუწყია, უფრო სწორად კი – 10 წლიდან, ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ პრინციპული და ნებისყოფის მქონე ადამიანი ყოფილა... რომ აღარაფერი ვთქვათ, მის... ახირებულობაზე. სწორედ ასეთი გაქვავებულ-გაშეშებული სახით მოაბიჯებს
ქალი აღიარებს, რომ ისეთმა უბედნიერესმა მომენტმაც კი, როგორიცაა ქალიშვილის დაბადება, მას ვერ აიძულა, გაეღიმა. ფოტოგრაფმაც, რომელიც კრისტიანსა და მის ქმარს საქორწილო ფოტოებს უღებდა, ვერ დაარწმუნა პატარძალი, ოდნავ მაინც გაემხიარულებინა სახე.
ტესი ამბობს, რომ სწორედ ასე ებრძვის ნაოჭებს: "მე არ მაქვს ნაოჭები, იმიტომ, რომ ვისწავლე ჩემი სახის კუნთების გაკონტროლება. ყველა მეკითხება, ბოტოქსს ხომ არ ვიკეთებ, მე კი არასდროს გამიკეთებია. მიზეზი ის არის, რომ
მოზარდობის ასაკიდან შევწყვიტე გაღიმება. ვიცი, რომ ეს პატივმოყვარეობაა, მაგრამ მინდა, ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. ჩემი სტრატეგია ხომ უფრო ბუნებრივია, ვიდრე ბოტოქსი".
ტესი ამბობს, რომ მართალია, ამ პრინციპის გამო სულ მოწყენილი ჩანს, სინამდვილეში შესანიშნავი ხასიათი აქვს: "არ გეგონოთ, რომ უბედური ვარ. მიყვარს ჩემი ცხოვრება. უბრალოდ, არ ვგრძნობ იმის საჭიროებას, რომ ეს წარმოვაჩინო და გამუდმებით ვიღიმოდე".
იხილეთ გაგრძელება