- იმ ტრადიციებიდან, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, ზოგი ანტიკური ხანისაა, ზოგი დღესაც არსებობს. ამ წეს-ჩვეულებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგჯერ ადამიანები ცხოველებისგან არაფრით განვსხვავდებით. ზოგიერთი ადამინი თვლის, რომ სასტიკი ტრადიციები მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებს გააჩნიათ, სინამდვილეში
- ყველაზე სასტიკ ტრადიციად რომელს მიიჩნევთ?
- ძველ ჩინეთში, როცა გოგონა ოთხი წლის გახდებოდა, მას ათი წლის განმავლობაში ფეხის თითებს უკეცავდნენ და უხვევდნენ, რათა თხელი და პატარა ტერფი ჩამოყალიბებოდა. იმდროინდელი ქალის ფეხი აბსოლუტურად დეფორმირებული და სიშინელი სანახავი იყო. ფეხის ტერფი რაც უფრო დეფორმირებული და მაღალი იყო, მით უფრო ელეგანტურად მიაჩნდათ ძველ ჩინელებს. ეს საშინლად მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ თუ ოჯახი გაბედავდა და უარს იტყოდა ამ ტრადიციის დაცვაზე, მას გარიყავდნენ სოფლიდან თუ ქალაქიდან, თან ჩვეულებრივტერფიანი გოგონა ცოლად არავის მოჰყავდა.
- ყველა უძლებდა ამ პროცედურას?
- ჩინეთში მილიონობით ქალს დაეწყო განგრენა და საბოლოო ჯამში უამრავი ბავშვი და მოზარდი დაიღუპა.
- დღესდღეობით თუ არსებობს ასეთი „მტკივნეული“ ტრადიცია?
- ინდონეზიაში არსებობს ტომი დანი, სადაც დღემდე არსებობს თითის მოჭრის ტრადიცია. ამ ტომში თვლიან, როცა ქალს ოჯახის წევრი დაეღუპება, ის სულიერ ტკივილს განიცდის და სულიერი ტკივილის თავიდან ასაცილებლად ქალს ფიზიკურ ტკივილს აყენებენ. როცა დედა, მამა, დედამთილი, მამამთილი, შვილი ან მეუღლე დაეღუპება, ნათესავი ქალები ჭირისუფალს თითს აჭრიან.
- ანუ, ოჯახის რამდენი წევრიც დაიღუპება, იმდენი თითი უნდა მოაჭრან?
- დიახ, ამიტომ ამ ტომში იშვიათად ნახავთ 10, 9, 8-თითიან შუახნის ქალბატონებს.
- ანუ, აღმოსავლური ტრადიციებით ძირითადად ქალები იჩაგრებიან?
- უმეტეს შემთხვევაში ასეა, თუმცა გამონაკლისიც ხდება. აფრიკულ ტომებში დღემდე შემორჩენილია საზოგადოებრივი ღონისძიება „გაწკეპვლა“. ამ დღეს ოჯახებიდან გამოჰყავთ ახალგაზრდა ბიჭები და მწკრივში აყენებენ. ამ ახალგაზრდების ირგვილივ უამრავი ადამიანი იყრის თავს და წელს ზემოთ შიშველ ბიჭებს მათრახებს და წკეპლებს ურტყამენ. გასისხლიანებულები სერიოზულ ტრავმებს იღებენ. ის ბიჭი, რომელიც უფრო დიდხანს გაჰყვება გზას და საბოლოოდ არ დაიღუპება, ჩაითვლება მამაცად და ხალხი გამოაცხადებს, რომ ცოლის მოსაყვანად მზად არის. ამ ტრადიციის გამოც უამრავი ახალგაზრდა კვდება.
- ანუ, სასიკვდილოდ იმეტებენ შვილებს...
- რასაკვირველია, რადგან ამ დღეს არავის აქვს გადარჩენის გარანტია. მინდა ერთი ტრადიციის შესახებ გიამბოთ, თუმცა ესეც უძველესი დროისაა. როგორც მოგეხსენებათ, ინდუსები გარდაცვლილებს წვავენ, ამიტომ, როცა მამაკაცი მოკვდებოდა, ცეცხლში მასთან ერთად ცოლსაც ცოცხლად წვავდნენ. მიაჩნდათ, თუ ცოლ-ქმარი ერთად მოკვდებოდა, ორივე ზეცაში მოხვდებოდა. მსხვერპლად შეწირულ ცოლებს ღვთაებებად მიიჩნევდნენ. 1980 წელს დიდი ბრიტანეთის ინიციატივით ეს ტრადიცია ოფიციალურად შეაჩერეს, თუმცა ეს ფაქტი მაინც არაერთხელ დაფიქსირდა.
დაბოლოს, მინდა გიამბოთ კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ტრადიციის შესახებ, ინდოეთში არის მუსლიმანური დასახლება, სადაც დღემდე ხდება ასეთი გასაოცარი ფაქტი. 2-3 თვის ბავშვებს, სრულიად შიშვლებს, 15-მეტრიანი სიმაღლის კოშკიდან ყრიან. კოშკის ქვეშ გაშლილია უზარმაზარი ზეწარი, რომელიც დაახლოებით 20 კაცს უჭირავს ხელში. კოშკიდან გადმოყრილი ჩვილები ამ ქსოვილზე ეცემიან და თუ ბავშვი შიშისგან არ მოკვდება, მშობლებს გადასცემენ, თუ დაიღუპება, ტრადიციას იმით ხსნიან, რომ ადრე თუ გვიან ის მაინც მოკვდებოდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ბავშვების უმეტესობა უძლებს ფრენას, თუმცა მცირე ნაწილი მაინც იღუპება. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ტრადიციას ებრძვის, მაგრამ ხალხი ამ ტრადიციის დაცვას მაინც განაგრძობს.
ნონიკა ვაშაყმაძე