27 იანვარი, 2015
ყველაზე უცნაური პლასტიკური ოპერაციები
ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის მოდაშია ულვაში და ნამდვილი მამაკაცის ერთ-ერთი სიმბოლოა ლიპოსაქცია, რინოპლასტიკა, სახის დაჭიმვა... ეს პლასტიკური ოპერაციები თითქოს უკვე ძალიან ჩვეულებრივი გახდა. მეცნიერება და მედიცინა კი ერთ ადგილზე არ გაჩერებულა და მოდაში შემოდის სულ სხვა ესთეტიკური პროცედურები, რომლებზეც რამდენიმე წლის წინ არავის არაფერი გსმენოდათ.

ულვაშის იმპლანტი გაგიგონიათ
? ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის მოდაშია ულვაში და ნამდვილი მამაკაცის ერთ-ერთი სიმბოლოა. ვისაც ბუნებრივად არ ამოსდის ხშირი ულვაში, მზად არის, 7 ათასი დოლარი გადაიხადოს, რომ სხეულის სხვა ნაწილებიდან გადაუნერგონ სახეზე
წვერ-ულვაში.

ძალიან პოპულარულია ფეხის თითების მოკვეთა გოგონებს შორის - მოდური ფეხსაცმელი რომ ადვილად ატარონ და ყველაფერი მოერგოთ, ამასაც აკეთებენ. პუტკუნა ქალბატონები ფეხის ტერფების ლიპოსაქციასაც იკეთებენ, რომ ფეხი უფრო ლამაზად უჩანდეთ. მაგალითად, ცნობილია, რომ კიმ კარდაშიანმა გაიკეთა ფეხის ტერფებისა და წვივების ლიპოსაქცია, როცა ზედმეტი წონა აწუხებდა.

ბევრს უჭირს ჩექმების არჩევა იმის გამო, რომ მეტისმეტად განიერი წვივები აქვს. მათთვის მოიფიქრეს ქირურგებმა პროცედურა ''ჩავეტიოთ ჩექმაში'' - წვივებს ათხელებენ ზედმეტი ცხიმის მოცილების ხარჯზე.

მასიური საყურეები, პირსინგები თუ სხვა სახის ცვლილებები ხშირად აზიანებს ყურებს, ამიტომაც გახდა აქტუალური ყურის აღსადგენი ოპერაციები. ვისაც ყურის ბიბილოები მასიური საყურეების ტარებისგან აქვს ჩამოწელილი, მას ბოტოქსის ინიექციებს უკეთებენ, რომ ყურის ბიბილოს სიმკვრივე დაუბრუნონ.

ოპერაცია სელფი - ესთეტიკურ ქირურგებთან იმატა იმ კლიენტთა რაოდენობამ, რომლებიც მოითხოვენ, პლასტიკა დაეხმაროს, რომ ფოტოებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ფილტრებისა და ფოტოშოპის იმედად ყოფნა აღარავის სურს - პაციენტების დიდი ნაწილი მიზეზად, თუ რატომ იკეთებს პლასტიკას, სწორედ ფოტოებზე უკეთ აღბეჭდვის სურვილს ასახელებს.

გახდომა აზოტით - ეს დიეტოლოგიაში ახალი სიტყვაა. გაყლაპებენ სილიკონის აბს, ექიმი კი კათეტერის მეშვეობით მას ჰაერით ავსებს. 12 კვირის განმავლობაში ეს ბურთი თქვენს მუცელშია და გაჩვევთ, რომ მცირე პორციებით მიირთვათ. ამ პერიოდში ადამიანი 10 კილოგრამის დაკლებას ახერხებს. ჯერჯერობით, ეს უჩვეულო პროცედურა მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS