17 იანვარი, 2015
რას უკრძალავენ ქალებს ავღანელი თალიბები – 15 ყველაზე შემზარავი კანონი
ორგანიზაციამ „ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია“ იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელი ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.

მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე. თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, „უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა“.

თუმცა გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი
სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის. ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.

აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.

1. სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა. მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.

2. ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.

3. აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა.

4. ქალები ვალდებულნი არიან, ჩადრით იარონ, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, თავიდან ტერფამდე.

5. ქალებს, რომლებიც არ იცავენ თალიბურ დრესკოდს ან თავიანთი მახრამის (ქმრისა და მეურვის) თანხლების გარეშე დადიან, სცემენ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

6. ქალებს, რომლებიც ცოლქმრულ ღალატში არიან ბრალდებულნი, საჯარო ჩაქოლვა ემუქრებათ.

7. ქალებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ფრჩხილებზე ლაქი წაისვეს, თითები დააჭრეს.

8. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ უცხო მამაკაცთან საუბარი და მათთვის ხელის ჩამორთმევა.

9. უცხოებმა არ უნდა გაიგონონ ქალის ხმა ან მისი ნაბიჯები. ასევე უნდა მოერიდონ ხმამაღლა სიცილსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, ისევე, როგორც „სექსუალურად მიმზიდველი ფერების“ ტანისამოსის ჩაცმას.

10. აკრძალულია არა მხოლოდ სპორტში ჩაბმა, არამედ იმ ტერიტორიაზე შესვლაც კი, სადაც სპორტული ინვენტარია.

11. სახლში ყველა ფანჯარა დაგმანული უნდა იყოს, რომ ქალი გარედან არ დაინახონ.

12. ქალებსა და მამაკაცებს არ აქვთ უფლება, ერთი ავტობუსით იმგზავრონ. ავტობუსებს ყოფენ „მამაკაცებისად“ და „ქალებისად“.

13. აკრძალულია ავღანელი ქალების ფოტოაპარატით ან ვიდეოთი გადაღება. ასევე აკრძალულია მათი გამოსახულებების დაბეჭდვა წიგნებსა და პრესაში.

14. თალიბებმა შეზღუდვა დააწესეს ორივე სქესის ადამიანებისთვის: აკრძალულია მუსიკის მოსმენა, კინოში სიარული, არამუსლიმანური სახელების დარქმევა და ფეიერვერკების გაშვება.

15. არადა, იმავდროულად ასევე მუსლიმანური ირანის დედაქალაქ თეირანში, მიუხედავად მკაცრი კანონებისა, იატაკქვეშა ბუტიკების ბიზნესი ყვავის. ირანელები იქ მოდურ ტანსაცმელს იძენენ. კიდევ უფრო „განვითარებულ“ თურქეთში კი ქალები გაცილებით უფრო თამამად და თანამედროვედ ცხოვრობენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ლილა
რა სისულელეა მე ვცხოვრობ დუბაისი და აქ ეგეტი რაგაცეები არ ხდება
14:44 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
და კიდევ , ეკრძალებათ ნებართვის გარეშე სუნთქვა.
14:00 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
mayvala
ავტორს მინდა მივმართო, თურქეთში არ ყოფილა? არ ჭირდება ბრჭყალებში ჩასმა სიტყვა განვითარებულს, ნახოს როგორ ა ვიათ მეგა-ქალაქებში, მოგონილია საქართველო, და აქ ჩამოსული ირანელი ქალები მაკიაჟის გარეშე იშვიათია, არც ვი ნმეს უნდათ ირანში დაბრუნება აქ მყოფებს
13:26 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ერთი-ორი პუნქტის ამოღება უნდა მარტო და ჩემ ყოფილ ქმარს მივიღებთ.თიკლიკოსნაირებმა კიდევ ჯერ კითხვა ისწავლონ,მერე წერაც გამოუვათ და ჟურნალისტებისაც აღარ შეშურდებათ....
03:50 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგა
Dა აქ ვინმე როგორ უნდა მოეწონოს კაცს ტუ ქალი არ ჩანს საერთოდ: დ
02:57 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკა
კუჭში გასვლა დაშვებულიაა ნეტა?
00:33 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
არ მჯერა. რაღაც ბევრი შეუსაბამობაა. მაგალითად: ქალების ავტობუსში მისი თანმხლები მამაკაცი როგორ მოხვდება? ან სახლის გარეთ რაიმეს კეთებაში რა იგულისხმება, ავტობუსით სადაც წავა, ხომ რაიმეს გააკეთებს?
23:01 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
vago
კითხვა მაქვს ასეთი ვინმეს რომ ჰქონდეს 1 კილო ოქრო სად შეინახავდა?
22:45 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ttt
Tkven gadashendit tu sadme suntkavt.ra uazrobaa kajeebiii...
22:41 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
კარტველი კალების ბევრს მოუხდებოდა ასეტი რეჯიმი +სეკსი კვირაჰი ერტხელ
22:02 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS