17 იანვარი, 2015
რას უკრძალავენ ქალებს ავღანელი თალიბები – 15 ყველაზე შემზარავი კანონი
ორგანიზაციამ „ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია“ იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელი ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.

მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე. თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, „უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა“.

თუმცა გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი
სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის. ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.

აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.

1. სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა. მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.

2. ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.

3. აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა.

4. ქალები ვალდებულნი არიან, ჩადრით იარონ, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, თავიდან ტერფამდე.

5. ქალებს, რომლებიც არ იცავენ თალიბურ დრესკოდს ან თავიანთი მახრამის (ქმრისა და მეურვის) თანხლების გარეშე დადიან, სცემენ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

6. ქალებს, რომლებიც ცოლქმრულ ღალატში არიან ბრალდებულნი, საჯარო ჩაქოლვა ემუქრებათ.

7. ქალებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ფრჩხილებზე ლაქი წაისვეს, თითები დააჭრეს.

8. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ უცხო მამაკაცთან საუბარი და მათთვის ხელის ჩამორთმევა.

9. უცხოებმა არ უნდა გაიგონონ ქალის ხმა ან მისი ნაბიჯები. ასევე უნდა მოერიდონ ხმამაღლა სიცილსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, ისევე, როგორც „სექსუალურად მიმზიდველი ფერების“ ტანისამოსის ჩაცმას.

10. აკრძალულია არა მხოლოდ სპორტში ჩაბმა, არამედ იმ ტერიტორიაზე შესვლაც კი, სადაც სპორტული ინვენტარია.

11. სახლში ყველა ფანჯარა დაგმანული უნდა იყოს, რომ ქალი გარედან არ დაინახონ.

12. ქალებსა და მამაკაცებს არ აქვთ უფლება, ერთი ავტობუსით იმგზავრონ. ავტობუსებს ყოფენ „მამაკაცებისად“ და „ქალებისად“.

13. აკრძალულია ავღანელი ქალების ფოტოაპარატით ან ვიდეოთი გადაღება. ასევე აკრძალულია მათი გამოსახულებების დაბეჭდვა წიგნებსა და პრესაში.

14. თალიბებმა შეზღუდვა დააწესეს ორივე სქესის ადამიანებისთვის: აკრძალულია მუსიკის მოსმენა, კინოში სიარული, არამუსლიმანური სახელების დარქმევა და ფეიერვერკების გაშვება.

15. არადა, იმავდროულად ასევე მუსლიმანური ირანის დედაქალაქ თეირანში, მიუხედავად მკაცრი კანონებისა, იატაკქვეშა ბუტიკების ბიზნესი ყვავის. ირანელები იქ მოდურ ტანსაცმელს იძენენ. კიდევ უფრო „განვითარებულ“ თურქეთში კი ქალები გაცილებით უფრო თამამად და თანამედროვედ ცხოვრობენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ნათია
მოკვიდი ............... ამას ნისშნავს
13:12 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
???
ზოგიერთ დეგრადირებულ ქართველ მამაკაცს მივმართავ, რომელიც თურმე მიესალმება ამ წესებს. რას მიესალმებით, ხვდებით მაინც? ქალი რა არის, არ გეცოდინებათ, სანამ ცოლს არ შეგრთავენ დედიკო და მამიკო. ეს ცოლიც ნანახი არ გეყოლებათ და ვინ იცის, რა ნიანგი შეგრჩებათ ხელში. ეს ნიანგი თუ არ მოგეწონათ და ღმერთმა დაგიფაროთ, სხვა ქალისკენ გაგექცათ თვალი, თქვენც არანაკლებ დაისჯებით. ამას მიესალმებით? ვაი თქვენს პატრონს. ვინც მიესალმებით, მიბრძანდით ავღანეთში, იქ არის თქვენი ადგილი.
10:58 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კობა
დიდი ამბავი. აფრიკაში ახლაც არიან ტომები, სადაც კაცებს რამდენიმე ცოლი ჰყავთ.. თუ წელიწადი გვალვიანი და უამინდოა და საჭმელი ვერ იშოვეს - ქმარი ყველაზე "საზიზღარ" ცოლს კლავს და სხვა ცოლებთან ერთად ჭამს :) კენიაში სულ ახლახანს დახურეს რესტორანი, რომლის მენიუშიდადც ადამიანსი ხორცის მწვადები იყო :)
00:07 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
111
კუჭში გასვლა მხოლოდ მეურვის თანხმობით :დ
23:19 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
არწივი არწივის კომენტარმა შემზარა! როგორი ბილწი აზროვნების უნდა იყო,რომ ასეთი რამ დაწერო...
17:36 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ავღანეთის დაირანის, მით უმეტეს თურქეთის შედარება საერთოდ აბსურდია, ისე გირჩევთ "Kite runner" წაიკითხოთ და ბევრ რამეს შეიტყობთ ავღანეთზე. ესაა ქვეყანა სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეა კალენდრითაც და აზროვნებითაც. ადამიანი აბსოლუტურად უუფლებოა და თალიბანის განუკითხაობა უსაზღვროა. ამას ემატება გაუნათლებლობა და უკიდურესისიღააკე.
22:29 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რა საშინელებაა კიმარა კიდევ კარგი მაქ არ ვარ დაბადებული თორე ჩამქოლავდენ ვერ დავიცავდი ვერცერთ კანონს
18:23 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თურქეთში გააჩნია, სტამბოლი ჩვეულებრივი ევროპული ქალაქის დონეზეა, მაღალმთიან სოფლებში ინარჩუნებენ გარკვეულ წესებს
15:19 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მიდი მოადე
მჟავის გადასხმაა,ძაან ხოდში საუდიის არაბეთში....ყველა აქტიურად იყენებს.გოგო მოგწონს? და უარს გეუბნება?ყიდულობ მჟავას,იმალები,და ასხავ სახეში.....ცოლს თვალი გაურბის??? აჭრი ცხვირს,რომ აღარავის მოეწონოს......
23:12 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
რას ბოდიალობთ მართლა, თურქეთში ასე არაა, დუბაიში ასე არაა, ნამყოფები ხართ ავღანეთში რა ხდება და ქალები რა დღეში არიან? წიგნი მაინც წაიკითხეთ ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე, ამაზე უარესები წერია, ან სუადი. თან ახალი ისტორიებია ორივე. რა თურქეთი და დუბაი, რას ბოდიალობთ.
15:44 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS