17 იანვარი, 2015
რას უკრძალავენ ქალებს ავღანელი თალიბები – 15 ყველაზე შემზარავი კანონი
ორგანიზაციამ „ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია“ იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელი ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.

მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე. თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, „უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა“.

თუმცა გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი
სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის. ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.

აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.

1. სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა. მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.

2. ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.

3. აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა.

4. ქალები ვალდებულნი არიან, ჩადრით იარონ, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, თავიდან ტერფამდე.

5. ქალებს, რომლებიც არ იცავენ თალიბურ დრესკოდს ან თავიანთი მახრამის (ქმრისა და მეურვის) თანხლების გარეშე დადიან, სცემენ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

6. ქალებს, რომლებიც ცოლქმრულ ღალატში არიან ბრალდებულნი, საჯარო ჩაქოლვა ემუქრებათ.

7. ქალებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ფრჩხილებზე ლაქი წაისვეს, თითები დააჭრეს.

8. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ უცხო მამაკაცთან საუბარი და მათთვის ხელის ჩამორთმევა.

9. უცხოებმა არ უნდა გაიგონონ ქალის ხმა ან მისი ნაბიჯები. ასევე უნდა მოერიდონ ხმამაღლა სიცილსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, ისევე, როგორც „სექსუალურად მიმზიდველი ფერების“ ტანისამოსის ჩაცმას.

10. აკრძალულია არა მხოლოდ სპორტში ჩაბმა, არამედ იმ ტერიტორიაზე შესვლაც კი, სადაც სპორტული ინვენტარია.

11. სახლში ყველა ფანჯარა დაგმანული უნდა იყოს, რომ ქალი გარედან არ დაინახონ.

12. ქალებსა და მამაკაცებს არ აქვთ უფლება, ერთი ავტობუსით იმგზავრონ. ავტობუსებს ყოფენ „მამაკაცებისად“ და „ქალებისად“.

13. აკრძალულია ავღანელი ქალების ფოტოაპარატით ან ვიდეოთი გადაღება. ასევე აკრძალულია მათი გამოსახულებების დაბეჭდვა წიგნებსა და პრესაში.

14. თალიბებმა შეზღუდვა დააწესეს ორივე სქესის ადამიანებისთვის: აკრძალულია მუსიკის მოსმენა, კინოში სიარული, არამუსლიმანური სახელების დარქმევა და ფეიერვერკების გაშვება.

15. არადა, იმავდროულად ასევე მუსლიმანური ირანის დედაქალაქ თეირანში, მიუხედავად მკაცრი კანონებისა, იატაკქვეშა ბუტიკების ბიზნესი ყვავის. ირანელები იქ მოდურ ტანსაცმელს იძენენ. კიდევ უფრო „განვითარებულ“ თურქეთში კი ქალები გაცილებით უფრო თამამად და თანამედროვედ ცხოვრობენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
დადუ
ჰო გასაგებია მათი მამრობითი სქესის წარმომადგენელთა გონებრივი შესაძლებლობა (ისე ზოგიერთ ქართველსაც ეხება ეს - თუნდაც კომენტარებიდან გამომდინარე). მე ასეთი დაჩლუნგებული და შეშინებული კაცები უფრო მეცოდებიან. ნახეთ 60-იანი წლეების ამსახველი ფოტოები ავღანეთზე და მიხვდებით მთელი ერი როგორაა დეგრადირებული.
18:14 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გივიას
დაილოცოს რუსის ქალი რაააა
12:13 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
შოთა
ეს არავის აძლევს იმის უფლებას რომ იქ ჯარი შეიყვანონ. ის რაც ჩვენთვის ქალთა უფლებების დარღვევაა, მათთვის რჯულის კანონია. იქნებ მათაც არ მოსწონთ რაც ჩვენთან ხდება მაგალითად ის რომ ტყნაურზე ლაპარაკს საჯაროდ არავინ ერიდება
13:42 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
zura
Tu rame gainteresebt momweret mailze da vecdebi dagikmayofilot kitxvebi,avganetidan, zura.kiknadze90@mail.ru
11:21 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
რაც უფრო ვაკრიტიკებთ მით უფრო აგრესიულები ხდებიან არ გირჩევთ მათ პროვოცირებას ჟურნალისტებო,
23:27 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ძალიან სამწუხაროა ქალთა უფლებების ასეთი უხეში დარღვევა,აი ვისი უფლებები უნდა დავიცვათ და არა ტრანს გენდერების,მ
23:13 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
joni
Shigaaqvt am chemisebs
11:31 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
nati
სტამბულშიც ვარ ნამყოფი და ევროპის ქვეყნებსიც.სტამბული ვერ მოვა მათთან,მაგრამ რაც აქ წერია ავღანეთს ვგულისხმობ ეს არ ვიცი რა არის.
00:11 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ამიკო
ეს კანონები ბუნებრივია მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ გამონაკლისის სახით ჩემს სიდედრზე გავავრცელებდი.
12:50 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
123
საერთოდ არაა სასაცილო.ესენი ქალის დეგრადაციას ახდენენ მიზანმიმართულად.ყურანში არ წერია, რომ ქალი უნდა "დააჩმორო" ამათ,ა აიღეს და როგორც აწყობდატ ისე გაიგეს ყველაფერი.ვისაც ეს მოწონს კვაზიმოდო ცოლი არ ააცილა ღმერთმა. აი ასეეე
16:47 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS