17 იანვარი, 2015
რამდენს უხდიან პრინცესებს?
ჰაკერებმა ბეატრის იორკელის ხელფასი გამოააშკარავეს - აღმოჩნდა, რომ დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი წელიწადში ოცი ათას გირვანქაზე ნაკლებს არ იღებს.

ჰაკერებმა ცოტა ხნის წინ ''სონი ფიქჩერზის'' კომპიუტერული ქსელი გატეხეს და ცნობილი პროდიუსერების, მსახიობებისა და სხვათა მიმოწერებისა თუ პირადი მონაცემების გარდა, 26 წლის ბეატრისის მონაცემებიც გაამხილეს.

დედოფალ ელისაბედის მეორე ვაჟის, პრინც ენდრიუს ქალიშვილი ''სონი ფიქჩერზის'' ლონდონურ ოფისში მუშაობს - კომპანიის კოორდინატორ-პროდიუსერია და წელიწადში მისი შემოსავალი 19,5 ათასი გირვანქა სტერლინგი გახლავთ (დაახლოებით 2,5 ათასი დოლარი თვეში).

სხვათა შორის, ეს
არც ისე დიდი შემოსავალია. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეექვსე პოზიციაზე მყოფი მონარქის
ხელფასმა კიბერდამნაშავეებიც კი გააოცა. თუმცა პრინცესას სულაც არ ენაღვლება ''დაბალი ხელფასი'' - ისტორიასა და დიზაინს აქტიურად სწავლობს, ელიტურ ცხოვრებაშია ჩართული და გასულ წელს თავისივე კომპანიის მიერ გადაღებულ ფილმში დებიუტიც ჰქონდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS