04 ივლისი, 2013
სტალონეს 91 წლის დედა: ''პლასტიკამ ზაზუნას დამამსგავსა''
ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ ქალს არ გამოუვიდა ლამაზად დაბერება - მისი სახე პლასტიკურმა ოპერაციებმა და ბოტოქსის ნემსებმა დაამახინჯა. ცნობილი მსახიობის სილვესტერ სტალონეს დედა არაერთხელ გაუკიცხავთ პლასტიკური ქირურგიის გადამეტებული სიყვარულის გამო. მრავალჯერ გადატანილმა ოპერაციებმა ცოტა ხნის წინ მისი რიგით მესამე გულის შეტევაც კი გამოიწვია.

თუმცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩენილი ჯეკი სტალონე მაინც ვერ შეაშინა ამ ამბავმა და კვლავაც ბოტოქსის ''ერთგული'' რჩება. თუმცა იმას მაინც აღიარებს, რომ გადაამეტა. ამას მისი ფოტოებიც მეტყველებს: ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ ქალს არ გამოუვიდა
ლამაზად დაბერება - მისი სახე პლასტიკურმა ოპერაციებმა და ბოტოქსის ნემსებმა დაამახინჯა.
Rating
- ზაზუნას ვგავარ, რომელსაც პირი თხილით აქვს გამოტენილი, - ამბობს ქალი, რომელსაც იუმორის გრძნობა ნამდვილად არ ღალატობს.

მიუხედავად ამისა, ხანდაზმულმა სტალონემ გამოაცხადა, რომ არ აპირებს გაჩერებას და განაგრძობს პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას, თუმცა დასძინა, რომ პლასტიკური პროცედურებიდან ახლა მხოლოდ ქიმიურ პილინგს იყენებს, ბოტოქსს კი აღარ მისდევს.
- არავითარი ბოტოქსი, ეს არ მჭირდება. მე რაც მინდა, იმას ბოტოქსიც ვერ მიაღწევს, - აღნიშნა მან.
Rating
ჯეკი, რომელიც ერთ დროს ასტროლოგიითა და მკითხაობითაც კი ირჩენდა თავს, ამბობს, რომ სიკვდილის არ ეშინია, თუმცა გარეთ გამოსვლაზეც არ იტყვის უარს, სანამ ამის ძალა შესწევს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, მისივე თქმით, ჯანსაღი საუზმეა, რომელიც მოხარშული კვერცხისა და ისპანახისგან შედგება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS