12 იანვარი, 2015
12 და-ძმა, რომლის მუსიკალურობამ ამერიკელები გააოგნა (+ვიდეო)
უილისების კლანი – ასე ჰქვია ამ უდაოდ ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანებით შემდგარ ოჯახს. ცოლ-ქმარ ტობი და ბრენდა უილისებს 12 შვილი ჰყავთ. მათი ასაკი 3-დან 21 წლამდეა. ოჯახი ნიჭიერებით გამოირჩევა – მღერიან, ცეკვავენ, წერენ, ხატავენ, რამდენიმე სპორტსაც მისდევს აქტიურად. ამიტომაც გადაწყვიტეს, ამერიკულ "ნიჭიერში" მიეღოთ მონაწილეობა და შარშან დიდი წარმატებები ჰქონდათ ამ პროექტში – ნახევარფინალში გადავიდნენ და უილისების კლანზე მთელი ამერიკა წერდა, მათი ვიდეოები კი "იუთუბზე" დიდი წარმატებით სარგებლობდა.

რასაკვირველია, ყველაზე შთამბეჭდავი პირველი გამოსვლა იყო, როდესაც 12
და-ძმა სცენაზე გამოვიდა და იმღერა. მათ შორის ყველაზე პატარა 3 წლის გოგონაა. საინტერესოა ისიც, რომ 12-ივე და-ძმის სახელი ასო "ჯ"-ზე იწყება.

მერე ამ ოჯახით ყველა დაინტერესდა. გადაიღეს მათი სახლი ნეშვილთან ახლოს, დაინტერესდნენ მათი ირლანდიური ფესვებით და წინაპრებით, მათი ცხოვრების წესით – მრავალშვილიანი ოჯახი მართლა ძალიან მხიარულად და ბედნიერად ცხოვრობს და ეს მათ გამოსვლებსაც ეტყობა. ოჯახი ძველებურ ყოფას მისდევს, საკუთარი ფერმა აქვთ, ცხენები, სათიბი, გოგონები ხელსაქმეს სწავლობენ, ბიჭები შეშას ჭრიან. არ კარგავენ ირლანდიურ ტრადიციებს, ნაციონალურ კერძებს ამზადებენ ხშირად და მათ მუსიკასა და ცეკვაშიც ჩანს ხოლმე ირლანდიური კვალი.

იხილეთ ვიდეო, როგორ ცხოვრობენ უილისები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS