აღნიშნულ რესურსზე საერთო ჯამში დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო ხელმომწერი და ორგანიზაციის წევრთა თქმით, ამან მათ მოძრაობას დიდი ზიანი მიაყენა.
მოძრაობა ''ფემენმა'' გააპროტესტა თავისი გვერდების დახურვა და კომპანია ''ფეისბუქს'' ინციდენტში გარკვევა სთხოვა. კომპანიამ ქალთა ორგანიზაციის გვერდი დაბლოკა, პორნოგრაფიის გავრცელებისა და პროსტიტუციის პროპაგანდის მიზეზით.
აღნიშნულ რესურსზე საერთო ჯამში დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო ხელმომწერი და ორგანიზაციის წევრთა თქმით, ამან მათ მოძრაობას დიდი ზიანი მიაყენა.
გოგონები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. მათი აზრით, ''ფეისბუქზე'' დაბლოკვა იმ ინტერნეტომის გაგრძელებაა, რომელიც ''ფემენის''
წინააღმდეგ რეაქციულმა ჯგუფებმა დაიწყეს: ევროპელი ფაშისტებიდან და პოსტსაბჭოთა დიქტატურებიდან დაწყებული, მაჰმადიანი ფუნდამენტალისტებით დამთავრებული.
ჟურნალი ''რეიტინგი''