10 იანვარი, 2015
გასული წლის ყველაზე სექსუალური ქალი
ამერიკულმა ჟურნალმა ''პიპლმა'' ტრადიციისამებრ 2014 წლის რჩეულები დაასახელა. ყველაზე სექსუალურ ქალბატონად მოდელი კეიტ აპტონი აღიარეს.

მოდელმა ყველაზე დიდი პოპულარობა 2011 წელს მოიპოვა, როდესაც საცურაო კოსტიუმების რეკლამირება დაიწყო. სწორედ მაშინ წარმოჩინდა მისი სექსუალური ფორმები, დიდი მკერდი და სავსე თეძოები, რასაც, სხვათა შორის, ''იდეალური პარამეტრების'' მიმდევარნი აქტიურად აკრიტიკებდნენ. მისი ფოტოები არაერთხელ დაიბეჭდა მოდური ჟურნალების გარეკანებზე.

გარდა ამისა, 22 წლის ამერიკელი გოგონა კოსმეტიკური საშუალებების რეკლამებში, ფილმებსა და ცნობილი მომღერლების კლიპებში მონაწილეობს.

წელს ფართო საზოგადოებამ იხილა სურათი ''სხვა ქალი'',
რომელშიც ახალგაზრდა აპტონმა ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავს, კამერონ დიასს გაუწია პარტნიორობა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბერიბერი
სერიოზულად გეკითხებით: რას ნიშნავს სექსუალური ქალი,სექსუალური კაცი? საჭურისი მამაკაცი თუ შეიძლება იყოს სექსუალური? -გთხოვთ სერიოზულად მიპასუხოთ.
14:21 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS