05 იანვარი, 2015
რატომ უნდა იყოს ცოლი ყოველთვის კმაყოფილი - ამით პირველ რიგში, ქმრები მოიგებენ
ამბობენ, თუ მამაკაცი უპატივცემულოდ ეპყრობა თავის მეუღლეს, მას იღბალი ზურგს შეაქცევსო. იმასაც ამბობენ, ქალის შემოქმედებითი ენერგია იმდენად მრავალმხრივი და ძლიერია კაცისაზე, რომ შეუძლია საკუთარი ბედიც შეცვალოს და ქმრისაცო.

როცა ქალი მამაკაცის გვერდით ბედნიერი და კმაყოფილია, ქმარს თითქოს ყველაფერში უმართლებს. მის წინაშე ყველა კარი იღება და წარმატება თითქოს ფეხდაფეხ მისდევს. თავისი ბედნიერი შინაგანი სამყაროთი ქალი თითქოს ლოცავს ქმარს და მის ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები მოაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცის თავს მხოლოდ უიღბლობა და უსიამოვნებები იტრიალებს.

ქალი ფაქიზ სფეროებთან
არის დაკავშირებული, უზარმაზარ ენერგიას ფლობს, ამიტომ მისი აზრები, მისი შინაგანი ემოციური მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ თავისი ზრახვები სისრულეში ადვილად მოიყვანოს. ხოლო თუ ქალი უკმაყოფილოა ოჯახური თანაცხოვრებით, ქმრის საქციელით, გაუჭირდება საკუთარი თავის რეალიზაცია, წარმატების მიღწევა.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS