05 იანვარი, 2015
დანიელე აჯიმანი თბილისში
7 იანვრის ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, "არტპალასის" მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა ჯ. ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიის პროფესორი და ჯ. როსინის სახელობის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი - დანიელე აჯიმანი (Daniele Agiman).

2015 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, კომპანია "არტპალასი" წარმოგიდგენთ პოპულარული კლასიკური მუსიკის გრანდიოზულ საღამოსა და გალა-ვახშამს კაჭრეთში მდებარე სასტუმრო-კომპლექს "ამბასადორში".

საღამოს მუსიკალური პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება:

I ნაწილი
- კლასიკური მუსიკა თამარ ივერის, ოთარ ჯორჯიკიას, ირაკლი კახიძის, ნატალია ქუთათელაძისა და თეონა დვალის შესრულებით.
სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - დანიელე აჯიმანი (Dანიელე Aგიმან)

II ნაწილი - ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს - ანიტა რაჭველიშვილისა და პოპულარული ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულ დავით ალადაშვილის მიერ შექმნილი ახალი პროგრამა, რომლითაც მუსიკოსები 4 წლის განმავლობაში წარდგებიან მსოფლიო მაყურებლის წინაშე.

III ნაწილი - ორიგინალური პროგრამა ახალგაზრდა ქართველი მომღერლების მონაწილეობით, კამერული ორკესტრისა და მუსიკალური ბენდის თანხლებით: ლუკა ზაქარიაძე, ელენე კალანდაძე, მაკა ზამბახიძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ნინა სუბლატი და ნიკო ბერიძე. სპეციალური სტუმარი - ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძესა და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად.

Rating

III ნაწილის მუსიკალური ხელმძღვანელი - დავით მაზანაშვილი
საღამოს სპეციალური სტუმარი: პაატა ბურჭულაძე
რეჟისორი: დავით საყვარელიძე
საღამოს კონცეფცია გულისხმობს ჩაცმის სტილის - Bლაცკ თიე - დაცვას.

ამ ღონისძიებით "არტპალასი" საფუძველს უყრის საშობაო საღამოების გამართვის ტრადიციას საქართველოში, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაშია დამკვიდრებული.

დაჯავშნეთ მაგიდები:www.ap.ge
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 205 10 10; 577101173; 577 10 11 72
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS