03 ივლისი, 2013
დეპუტატმა აღიარა, რომ უცხოპლანეტელთან ჰყავს შვილი
უცხოპლანეტელები ჰუმანოიდის მსგავსი არსებები არიან, მწვანე ფერის და დაახლოებით 2,7 მეტრის, სახე ფრანს მიუგავთ, დიდი თვალები, ვიწრო პირი და ცხვირის ორი ღრმული აქვთ. ბრიტანეთის ქალაქ უიტბის ქალაქის საბჭოს დეპუტატმა ჟურნალისტებს უამბო, რომ წელიწადში ოთხჯერ სტუმრობს უცხოპლანეტელი, რომელმაც მისგან უკვე შვილიც გააჩინა. დეპუტატის თქმით, უცხო სამყაროს წარმომადგენელთან სექსუალური ურთიერთობები არ აისახება მის პროფესიონალურ საქმიანობაზე.

საიმონ პარკესი 53 წლისაა. ბოლოს ქალაქის საბჭოს დეპუტატად 2011 წელს აირჩიეს ლეიბორისტული პარტიიდან. სამი შვილი ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, ცოლმა გაკიცხა უცხოპლანეტელთან ურთიერთობის
გამო. ''როცა გაიგო, ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ამან გარკვეული სირთულეები გაგვიჩინა, მაგრამ ეს ურთიერთობები ხომ არ არის ადამიანურ დონეზე, ამიტომაც გასაკიცხს ვერაფერს ვხედავ'', _ აღნიშნა პარკესმა ადგილობრივ ჟურნალთან ინტერვიუში, თანაც, სრული სერიოზულობით.

პარკესის თქმით, უცხოპლანეტელი, რომელსაც ''კატების დედოფალს'' უწოდებს, მასთან წელიწადში ოთხჯერ მოფრინავს სხვა გალაქტიკიდან და უკვე გაუჩინა შვილი სახელად ზარკა. ლეიბორისტი დეპუტატის თქმით, უცხოპლანეტელები ჰუმანოიდის მსგავსი არსებები არიან, მწვანე ფერის და დაახლოებით 2,7 მეტრის, სახე ფრანს მიუგავთ, დიდი თვალები, ვიწრო პირი და ცხვირის ორი ღრმული აქვთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ვავა
ვავა ცხაკაიას, ვავა ბრიტანეთს :))))).......
22:31 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
789
შალვას ნათელაშვილს გავაცნოთ:DDDDD გაუგებენ ერთმანეთს.ამ კრეტინს "ავატარის" ყურების დროს "ხელსაქმიანობდა"ალბათ,მერე ჩაეძინა და ესიზმრა:DDD ან შემოაცვით თეთრი ხალათი უკუღმა და გადაკოჭეთ:DDD
21:14 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აქნა შენმა კომენტარმა ძალიან გამამხიარულა.
21:02 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
,,ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი,ბიჭოს...,, ))))
20:37 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
აჰა მარტო აქ არ აფრენენ ხედააავთ?
20:11 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS