03 ივლისი, 2013
დეპუტატმა აღიარა, რომ უცხოპლანეტელთან ჰყავს შვილი
უცხოპლანეტელები ჰუმანოიდის მსგავსი არსებები არიან, მწვანე ფერის და დაახლოებით 2,7 მეტრის, სახე ფრანს მიუგავთ, დიდი თვალები, ვიწრო პირი და ცხვირის ორი ღრმული აქვთ. ბრიტანეთის ქალაქ უიტბის ქალაქის საბჭოს დეპუტატმა ჟურნალისტებს უამბო, რომ წელიწადში ოთხჯერ სტუმრობს უცხოპლანეტელი, რომელმაც მისგან უკვე შვილიც გააჩინა. დეპუტატის თქმით, უცხო სამყაროს წარმომადგენელთან სექსუალური ურთიერთობები არ აისახება მის პროფესიონალურ საქმიანობაზე.

საიმონ პარკესი 53 წლისაა. ბოლოს ქალაქის საბჭოს დეპუტატად 2011 წელს აირჩიეს ლეიბორისტული პარტიიდან. სამი შვილი ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, ცოლმა გაკიცხა უცხოპლანეტელთან ურთიერთობის
გამო. ''როცა გაიგო, ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ამან გარკვეული სირთულეები გაგვიჩინა, მაგრამ ეს ურთიერთობები ხომ არ არის ადამიანურ დონეზე, ამიტომაც გასაკიცხს ვერაფერს ვხედავ'', _ აღნიშნა პარკესმა ადგილობრივ ჟურნალთან ინტერვიუში, თანაც, სრული სერიოზულობით.

პარკესის თქმით, უცხოპლანეტელი, რომელსაც ''კატების დედოფალს'' უწოდებს, მასთან წელიწადში ოთხჯერ მოფრინავს სხვა გალაქტიკიდან და უკვე გაუჩინა შვილი სახელად ზარკა. ლეიბორისტი დეპუტატის თქმით, უცხოპლანეტელები ჰუმანოიდის მსგავსი არსებები არიან, მწვანე ფერის და დაახლოებით 2,7 მეტრის, სახე ფრანს მიუგავთ, დიდი თვალები, ვიწრო პირი და ცხვირის ორი ღრმული აქვთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ლეიბორისტი
ხოდა მალე დაიბადება სხვა პლანეტაზე პაააატარა შალიკო დიიიიიიიდი იდეებით და მადით. ჩვენ მსახიობებზე ვამბობთ, პარლამენტსში რა უნდათო და ამის ადგილი ნეტავ სად არს?
17:22 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ვაიმეეე, რა გვეშველება ასეთი უნიჭო ჟურნალისტების ხელში, ღმერთო იმის გამო რომ რაღაც მოჯღაბნონ რეებს არ იგონებენ, ჩვენ რა გვეშველება ამათ ხელში თორემ ეს უნიჭოები კი ირთობენ თავს, ნეტა ვინ არის ამ სტატიის ავტორი , უტვინო გამოჩნდი ერთი და შენი სახელი და გვარი ბოლოს მიაწერე ეტყობა ტეიტინგსაც დაერხა მასალების პონტში
17:16 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯეკ
ბრიტანეთეს სერიოზული პრობლემები აქვს! :D :D
15:32 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
MADONA
ჰაჰაჰაააა,ფრანის სიფათა პატარა ლეიბოლისტი გვეზრდება დედამიწელებს უცხოპლანეტაზეეეე...მერე ნახეთ ის რომ მოვა დიდ პოლიტიკაში შალვა ცხვარს დაკლავს და დაპატიჟებს :):):):)
15:11 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ვაიმეე კომენტარებზე ცუდად ვარ
14:00 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნათელაშვილის აცრილია უეჭველი, ამ ბოლო ხანს ძალიან ხშირად დადის საზღვარგარეთ, რას არ გაიგებ ცოტა რომ იცოცხლო
12:12 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
არც გამკვირვებია, ლეიბორისტია და
12:02 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
,,ლეიბორისტი" დაავადაებაა? რა ასხია საცოდავს ?! :((
10:50 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
37 ლარად მოფრინავს?
10:07 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.
ჟურნალი "რეიტინგი" თავის რეიტინგზე ზრუნავს? რაო. ქაღალდი ყველაფერს იტანსო?
08:23 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS