2014 წლის პირველი სკანდალი 35 წლის მსახიობის ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით გახლდათ მისი მიმოწერა არასრულწლოვან თაყვანისმცემელთან. ფრანკოს თაყვანისმცემელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც მსახიობის ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ ჯეიმსმა მისწერა, ჰყავდა თუ არა ბოიფრენდი და რა ხანს დაყოფდა ქალაქში.
მსახიობი ლუსი კლოდის
ჯასტინ ბიბერმა რით აღარ ''გამოიჩინა''თავი გასულ წელს - მთვრალი მართავდა მანქანას, ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს, ცუდი ქცევისთვის აშშ-იდან დეპორტაციითაც კი ემუქრებოდნენ. 21 წლის ბიბერისთვის 2014 წელი იყო არა მხოლოდ ნაყოფიერი, არამედ სკანდალურიც. 30 წლამდე მუსიკოსებს შორის ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდა, მრავალი პრესტიჟული პრემია მიიღო, თუმცა რაც შეეხება მის ქცევებს, კრიტიკას ვერ უძლებდა. წელიწადი დაპატიმრებით დაიწყო - სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერეს და ალკოჰოლზე ტესტი ვერ გაიარა. მერე აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო - სასამართლომ 2500 დოლარით დააჯარიმა. ამის მერე მარიხუანის მოხმარებაში გახლდათ ეჭვმიტანილი - მისი თვითმფრინავი ამის გამო გააჩერეს კიდეც გარკვეულ ხანს. წლის ბოლოს კი არგენტინის ხელისუფლებამ გაუხსენა ერთი წლის წინანდელი სკანდალი, როდესაც ფოტოგრაფს დაესხა თავს.
ჯენიფერ ლოურენსი ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, როგორც ყველაზე მოუქნელი, რადგან ''ოსკარის''მფლობელი ამ ღონისძიებაზე ზედიზედ ორჯერ - 2013 და 2014 წლებში წაიქცა - გასულ წელს წითელ ხალიჩაზე წაიფორხილა. ჯენიფერი ''ოქროს გლობუსის''ცერემონიაზეც გამოირჩა - ''დიორის''უბრალო კაბა ეცვა, შავი ლენტებით, რომელსაც შემდეგ ბევრი დასცინეს ინტერნეტში და ძალიან უგემოვნოდ აღიარეს. ასევე გახმაურებული იყო ყოველთვის ''მოკრძალებული''ჯენიფერის მოულოდნელი ფოტოები - ჰაკერებმა მისი კომპიუტერიდან იმდენი შიშველი და უხამსი ფოტო ამოქექეს და გამოაქვეყნეს, მსახიობს საბოლოოდ ''მოსჭრეს თავი''.
შაია ლაბეფი 2014 წლის იანვარში მონაწილეობდა უცნაურ წარმოდგენაში ''რიტმი 0'', რომლის დროსაც 5 დღე სკამზე გაუნძრევლად უნდა მჯდარიყო. ამ აქციის დროს გალერეის სტუმრებს შეეძლოთ, ვარსკვლავთან სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. უმრავლესობა სელფის იღებდა, თუმცა ერთ გოგონას თურმე შაიას მდგომარეობით უსარგებლია და ის გაუუპატიურებია - ამაში მსახიობი მხოლოდ წლის ბოლოს გამოტყდა.
ლარს ფონ ტრიერის ''ნიმფომანის''პრემიერაზე ლაბეფმა ინტერვიუ არავის მისცა, ფილმის დამთავრებამდე დატოვა დარბაზი, წითელ ხალიჩაზე კი გამოჩნდა თავზე მუყაოს პაკეტით და წარწერით ''მე აღარ ვარ ცნობილი''. ცოტა ხანში კი მიუზიკლ ''კაბარეს''მიმდინარეობისას გამოიყვანეს დარბაზიდან, რადგან სპექტაკლის დროს დაიწყო მოწევა.
ჟურნალი ''რეიტინგი''