2014 წელს ქართველ მაყურებელს ბევრი მაღალრეიტინგული ბლოკბასტერის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. წლის დასასრულს, 25 დეკემბერს, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი და ეფექტური სანახაობებით გაჯერებული ბლოკბასტერის " მოსე: ღმერთები და მეფეები"-ს პრემიერა შედგება.
2014 მაყურებელს საქართველოს კინოთეატრებში მიეცათ ისეთი ბლოკბასტერების ნახვის შესძლებლობა, როგორებიც იყო: "კაპიტანი ამერიკა ზამთრის ჯარისკაცი 3D", "ადამიანი ობობა 2", "X-ადამიანები მომავლის განვლილი დღეები", "ტრანსფორმერები:გადაშენების ხანა", "გალაქტიკის მცველები" "ინტერსტელარი", "შიმშილის თამაშები", "ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა"-3D.
წლის ბოლოს
შთამბეჭდავი სანახაობისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გარდა, ფილმის წარმატებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სამსახიობო გუნდი, რომლებიც დღეს ჰოლივუდში ყველაზე მოთხოვნადი სახეები არიან. კრისტიან ბეილი, ბენ კინგსლი, აარონ პოლი, სიგურნი უივერი, ჯოელ ედგერტონი და მარია ვალვერდე (ეს უკანასკნელი მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარდა ფილმიდან "ციდან 3 მეტრზე"), რიდლი სკოტის ბიბლიურ დრამაში "მოსე:ღმერთბი და მეფეები" დაუვიწყარ პერფორმანსს შემოგვთავაზებენ.