ისინი მდიდრები, ცნობილები არიან, მაგრამ მათ შორის ნამდვილი მკვლელებიც გვხვდებიან, რომელთა კისერზე სხვა ადამიანთა სიცოცხლეა. ვინ არიან და რატომ მოხდა ასე?
ცნობილმა ტელევარსკვლავმა რებეკა გეიჰარტმა 2001 წელს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე მანქანით ბიჭი გაიტანა. წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა, რომ 9 წლის ბიჭი გაეტარებინა. უკან მომავალმა რებეკამ კი, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყურადღება არაფერს არ მიაქცია, მანქანას გადაუსწრო და ტრაგედიის მთავარი გმირიც გახდა. სხვათა შორის, სასჯელი საკმაოდ მსუბუქი
ბევრმა არ იცის, რომ აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუშიც მკვლელთა შორის მოიხსენიება. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ლორა უფროს კლასში სწავლობდა. თავისი მანქანით მიმავალმა არ შეიმჩნია შეჩერების ნიშანი და მეორე მანქანას შეასკდა, რომელსაც მისი კლასელი მართავდა. შედეგად, მისი თანაკლასელი ბიჭი გარდაიცვალა.
2012 წელს ჰოლივუდი გააოგნა ცნობამ, რომ პოპულარული სერიალის ''ანარქიის შვილების'' ვარსკვლავი ჯონი ლუისი 81 წლის ქალს სახლში შეუვარდა და მოკლა. ამის მერე მსახიობი სახლის სახურავზე აძვრა, გადმოხტა და თავი მოიკლა.
1987 წელს ირლანდიაში ჩასული ცნობილი მსახიობი მეთიუ ბროდერიკი არასწორი მიმართულებით მიდიოდა ცალმხრივ ქუჩაზე და სხვა ავტომანქანას შეასკდა. შედეგად, მეორე მანქანის მძღოლიც და მგზავრიც გარდაიცვალნენ.
ბრიტანული პანკ-ჯგუფის Sex Pistols-ის ვოკალისტმა სიდ ვიშესმა 1978 წელს თავისი მეგობარი გოგონა დანით მოკლა. სიდი ამბობდა, რომ ეს არ იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა და გერლფრენდი შემოაკვდა, თუმცა მკვლელობის ჭეშმარიტი მიზეზები ჯერაც არ დადგენილა. თავად ვიშესი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.
დონ კინგი ყველაზე ცნობილი პრომოუტერია კრივის ისტორიაში, თუმცა მის კისერზე რამდენიმე მკვლელობაცაა. პირველად მაშინ მოკლა კაცი, როდესაც თავს დაესხნენ. მაშინ სასამართლომ გაათავისუფლა - თავს იცავდაო. მეორედ უკვე დაგეგმილად ჩაიდინა მკვლელობა და 3-წლიანი სასჯელიც მოიხადა.
ცნობილი რეპერი სნუპ დოგი და მისი მცველი მეტოქე ბანდის წევრის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, თუმცა სამხილების არარსებობის გამო გაამართლეს და გაათავისუფლეს.
ჟურნალი ''რეიტინგი''