სწორედ დედის დამსახურება იყო, რომ მემფისელი მოკრძალებული ყმაწვილი მოგვიანებით ნამდვილ ლეგენდად იქცა.
გლედის პრესლი სულს არ იშურებდა შვილისთვის. ოდესღაც 8 დოლარად გიტარა უყიდა (ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ ეს ნამდვილი მეფური საჩუქარი იყო) და უთხრა: "მჯერა, რომ
როგორც კი მისმა შესრულებულმა სიმღერამ That's all right, mama-მ (ყველაფერი კარგადაა, დედა!) ადგილობრივ რადიოპროგრამაში გაიჟღერა, სტუდიაში 40-მა ადამიანმა დარეკა და სიმღერის გამეორება ითხოვა. ფილიპსმა ელვისისგან ტენესის შტატის ვარსკვლავი შექმნა. სტუდია RCA Records-ის მენეჯერმა ტომ პარკერმა კი ბიჭს მთელ ამერიკაში მოუტანა უდიდესი აღიარება. მან სემ ფილიპსს ელვისში 40 000 დოლარი შესთავაზა, სემმაც ვერ გაუძლო ცდუნებას...
ელვისი პირველი მომღერალი იყო, რომელმაც სიმღერის გაყიდვის მილიონიან ტირაჟს მიაღწია. თუმცა თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, მუსიკოსი დედას გვერდიდან არ შორდებოდა და ნაირ-ნაირი სიურპრიზებით ახარებდა.
ჯერ ვარდისფერი "კადილაკი" იყიდა და აჩუქა. შემდეგ თავისი პირველი მილიონი იშოვა, მემფისში 23-ოთახიანი ვილა შეიძინა და მას "გრეისლენდი" უწოდა. იქ მშობლები და ბებია გადაიყვანა საცხოვრებლად.
მალე ელვისით ჰოლივუდი დაინტერესდა. ფილმმა "გიყვარდე ნაზად" თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. ეს მელოდრამა აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდზე იყო, სადაც ფინალში პრესლის გმირი იღუპებოდა. ამ ფილმის პირველ ჩვენებას ელვისის დედამ ცრემლებით სავსემ უყურა. ახლად გამომცხვარი მსახიობის დედა ყოველ პრემიერაზე დარბაზში იჯდა და არასოდეს ტოვებდა მის არც ერთ ფილმს. კინოკარიერის განმავლობაში ელვისმა სულ 33 ფილმში ითამაშა.
სამსახიობო მოღვაწეობა ჯარში გაწვემამ შეაწყვეტინა. იქაც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. ცალკე საცხოვრებელი ჰქონდა და მომსახურების მთელი შტატი ჰყავდა. პირად მძღოლს ნაწილში შავი მერსედესით მიჰყავდა. საღამოს ქალაქში სპორტულ BMV-ს დაქროლებდა. უქმეებს კი პარიზში ატარებდა.
იხილეთ სრულად