14 დეკემბერი, 2014
ჟანა ფრისკე:''ნელ-ნელა გამოვძვრები და ალბათ, სცენაზეც დავბრუნდები...''
მის ფორმაში ჩადგომას დიდი დრო დასჭირდება ჟანა ფრისკე რეაბილიტაციის კურსს კვლავ გადის- ფიტნესითა და იოგით, გამაჯანსაღებელი თერაპიითაა დაკავებული. იმასაც კი ამბობენ, რომ სცენაზე დაბრუნებას გეგმავს. ჯერ კი საკმაოდ რთულად არის- სიმსივნემ და ქიმიოთერაპიების კურსმა დაღი დაასვა, მკვეთრად მოიმატა წონაში, დასივდა და, სავარაუდოდ, მის ფორმაში ჩადგომას დიდი დრო დასჭირდება.

''ნელ-ნელა გამოვძვრები. ნაბიჯ-ნაბიჯ. ძალიან ვცდილობ, გამოვჯანმრთელდე. ახლაც სახლში ვარ, ჩემს ვაჟთან ერთად, ვსეირნობთ, ვკითხულობთ, ვთამაშობთ - თითქმის მთელ დროს პლატონთან ვატარებ'',- ამბობს ჟანა.

ჟანა მკურნალობის კურსს ბოლოს
ჩინეთში გადიოდა. ტვინის სიმსივნეს მანამდე გერმანიისა და ნიუ-იორკის კლინიკებში მკურნალობდა. ვარსკვლავმა თანდათან მიაღწია მინიმალურ შედეგს და გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
xatia
მთავარია ჯანმრთელობა.. ამას გისურვებ ზუსტად!
17:39 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS