09 დეკემბერი, 2014
53 წლის სიუზან ბოილს პირველი ბოიფრენდი ჰყავს
სიუზან ბოილს, თანამედროვე კონკიას, ყველა იცნობს. ჩვეულებრივი შოტლანდიელი დიასახლისი 2009 წელს ნამდვილი ვარსკვლავი გახდა ნიჭიერი ადამიანებისთვის განკუთვნილ შოუზე შესრულებული სიმღერით. ერთ დღეში მასთან მივიდა პოპულარობაც და დიდი ჰონორარებიც.

მოუვლელ დიასახლისს მალე იმიჯიც შეუცვალეს, გაპრანჭეს, ხელი შეავლეს, თუმცა კონკიას ხომ თავისი პრინციც უნდა?! აი, აქ დიდხანს იყო დუმილი. ბოილს არც ის დაუმალავს საზოგადოებისთვის, რომ არასოდეს უკოცნია ბიჭისთვის.

ყველაფერს ის ართულებდა, რომ ბოილს ასპერგერის სინდრომი აქვს, რასაც კომუნიკაციის პრობლემები ახლავს ხოლმე. ახლახან გაირკვა, რომ სიუზანმა ეს სირთულეც
გადალახა.

თავის პირად გვერდზე 53 წლის მომღერალმა აღიარა, რომ ბოლოს და ბოლოს შეხვდა თავის სიყვარულს. ახლა თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მისი რჩეულის გამოჩენას, რომლის ვინაობაც ჯერ გასაიდუმლოებულია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS