- თქვენ ახალგაზრდა, ლამაზი, წარმატებული ქალი ხართ. უამრავი პუბლიკაციის და სატელევიზიო შოუს მთავარი გმირი. რა არის დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას უთმობთ ყველაზე მეტ დროს?
- ბევრ რამეს. მაგალითად, ამჟამად "Апостол Медиа"-ს თანამფლობელი ვარ. ეს პროდიუსერული კომპანიაა, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება - Pღ და სატელევიზიო
- მივხვდი, თქვენ ძლიერი ქალები მოგწონთ?
- კი, აღფრთოვანებული ვარ ძლიერი ქალებით, კლეოპატრადან დაწყებული მარგარეტ ტეტჩერით დამთავრებული. მე თვითონაც საკუთარ თავს ძლიერ ქალად ვზრდი. ბევრ თანამედროვე ქალს არ გამოსდის ბედნიერი ცხოვრება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით: გათხოვდე ერთხელ და იცხოვრო ქმართან დიდხანს და ბედნიერად, ჭირსა და ლხინში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები. მათ უნდა ისწავლონ, იყვნენ ბედნიერები იმ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფებიან. ცხადია, ეს არ არის მარტივი.
- თქვენ თვითონვე აღიარებთ, რომ საკმაოდ დიდ დროს უთმობთ სოციალურ ქსელებს. საინტერესოა თქვენი პოზიცია, ადამიანის ცხოვრებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ...
- დღეს დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ტელეფონით ხელში შეეძლოს იმის თქმა, რომ მისი სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია. სიტყვა ყველას მისცეს. ხოლო სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა, დავწერო იმ პრობლემებზე, რომელიც მე თვითონ, ან სხვა ადამიანებს აწუხებთ. პრობლემები, ტრაგედიები, უბედურებები ძალიან ბევრია ადამიანის ცხოვრებაში, რაც ყველაზე მთავარია - ბევრი უკმაყოფილებაა. ამიტომ ინტერნეტში ადამიანების დიდი რაოდენობა გამოთქვამს საკუთარ უკმაყოფილებას. ასევე აქ არის შანსი, გახდე ძალიან გავლენიანი ადამიანი, მაგრამ ამის მისაღწევად შრომისმოყვარეობაა საჭირო. სოციალურ ქსელებზე ძალიან დიდ დროს ვხარჯავ, ყოველ დღე ვათვალიერებ ბლოგებს, ახალ ამბებს. მჭირდება, რომ ყოველთვის ვიმყოფებოდე მოვლენების საქმის კურსში, ამიტომ ახალი ამბებით ყოველ წუთს, ყოველ წამს ვინტერესდები. და ეს ძალიან საინტერესო საქმიანობაა. მაგალითად, ხუთი წლის წინ, როდესაც ინტერნეტში გავაქტიურდი, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სოციალური ქსელები უაზრობაა. და რა ვითარებაა დღეს? სოციალური ქსელები დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
- ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ "ვორქოჰოლიკი" ხართ. როგორ ასწრებთ?
- კი. გარდა ამისა, ყოველთვის ვიცი, რა უნდა გავაკეთო და არასდროს ვცდები ამასთან დაკავშირებით. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ზოგჯერ ვერ ვხვდებოდი, რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ახლა, როდესაც ვიცი, ცხოვრება და მუშაობა გაცილებით უფრო მარტივია.
იხილეთ სრულად