28 ივნისი, 2013
დემი მურმა ეშტონ კატჩერს მამაკაცური ღირსება დაუწუნა
ამის დასტურად შიშველი ეშტონის ინტიმური ფოტოებიც უჩვენა, რომლებიც ტელეფონში აქვს შენახული. მისი თქმით, ეშტონი მას ''საოცრად აღაგზნებდა, მაგრამ რთულია მას უწოდო სრულყოფილი საყვარელი'' . მსახიობი ყოფილ ქმარს სასტიკად დასცინის და მასზე შურისძიების თავისებურ გეგმას ახორციელებს. დემი ვერაფრით ეგუება, რომ ეშტონმა უღალატა, მერე კი ძალიან იოლად დაშორდა და მილა კუნისთან გააბა მგზნებარე რომანი.

დემი მური თავს დამცირებულად გრძნობს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ყოფილ ქმარს იმავეთი უპასუხოს და გაამხილოს ინფორმაცია... ეშტონის მამაკაცური ღირსების ზომების შესახებ. თანაც, მხოლოდ კი არ
გაამხილა, ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ერთ-ერთ წვეულებაზე მთვრალ დემის მეგობრებთან ულაპარაკია იმაზე, რომ ეშტონს პატარა პენისი აქვს. ამის დასტურად შიშველი ეშტონის ინტიმური ფოტოებიც უჩვენა, რომლებიც ტელეფონში აქვს შენახული. მისი თქმით, ეშტონი მას ''საოცრად აღაგზნებდა, მაგრამ რთულია მას უწოდო სრულყოფილი საყვარელი'' .

იმაზე, თუ როგორი საყვარელია ეშტონი, ახლა მხოლოდ მის ახლანდელ მეგობარ მილა კუნისს შეუძლია მსჯელობა. მსახიობი არავითარ კომენტარს არ აკეთებს თავის ბოიფრენდთან დაკავშირებით და ინტერვიუებშიც არ უხსენებია.
Rating
როგორც ჩანს, მილა კატჩერისა და დემი მურის ოფიციალურ განქორწინებას ელოდება. იმასაც ამბობენ, ეშტონი და მილა ქორწილისთვის ემზადებიანო. სავარაუდოდ, თაფლობის თვის გატარებას კოსმოსში აპირებენ და სათანადო განცხადება კომპანია ''ვირჯინში'' უკვე გაგზავნეს - ეს კომპანია კოსმოსში ტურების ორგანიზებაზეა სპეციალიზებული.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
პროფესიონალი
მთავარია - "შრომისუნარიანობა" და პროცესისათვის მზადყოფნისას - "მოსვენებისას" მყოფზე მნიშვნელოვნად /2-3_ჯერ/ აღმატებული... დიდი , თავისთავად არაფერს ნიშნავს და თუ თანაც მაგრამ " ბოთეა" და "ზარმაცი"...
17:19 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
პატარა ხარ პატარა ხარ პატარახარ პატარაააა
სანამ ერთად იყვნენ,ხო იყო ინდური კობრასავით...ეხლა გახდა პატარა ტო?
21:50 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS