28 ივნისი, 2013
მელ გიბსონის ყოფილი საყვარელი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
საბოლოოდ მათი საერთო შვილი ოქსანასთან დარჩა, მელმა კი ქალს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა. მელ გიბსონის ექსმეგობარმა ქალმა ახალი საქმე იშოვა. ამიერიდან ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დამცველის როლში გამოდის.

შეურაცხყოფილი ქალებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თვალსაჩინო წარმომადგენლები სერიოზულად დაინტერესდნენ მელ გიბსონის ყოფილი შეყვარებულით, რომლის გამოც მელმა თავის დროზე 7-შვილიანი ოჯახი დაანგრია.

თუმცა მოგვიანებით ის რუს პიანისტზე ძალადობდა და ყველაფერი სასამართლო გარჩევებით დასრულდა. როცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მელმა უარი თქვა ყოფილი საყვარლისთვის 20 მლნ დოლარის გადახდაზე, ოქსანამ
საჯაროდ ილაპარაკა იმაზე, თუ როგორი სასტიკი და დაუნდობელია მელ გიბსონი.

საბოლოოდ მათი საერთო შვილი ოქსანასთან დარჩა, მელმა კი ქალს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა.
Rating
ახლახან გაირკვა, რომ ოქსანა ამერიკული საქველმოქმედო ფონდის საპატიო წევრი გახდება და ფონდის წევრებთან ერთად იზრუნებს იმაზე, რომ შეაგროვოს ფული თავშესაფრებში მცხოვრები ქალებისა და ბავშვებისთვის.

''ქალები არ უნდა დარჩნენ ასეთ სიტუაციაში მარტონი, შიშთან პირისპირ, - აღნიშნა ოქსანა გრიგორიევამ, - ჩემთვის ეს დიდი პატივია. ეს ის არის, რაც ჩემს გულთან ახლოსაა''.


ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS