24 ნოემბერი, 2014
ვარსკვლავები, რომლებმაც რომანი პერსონალთან გააბეს
მიუხედავად საჯარო ბოდიშისა, მარიამ ქმარს ასეთი ტყუილი ვერ აპატია ჰოლივუდის მსახიობი ეტან ჰოუკი 44 წლის გახდა. უმა თურმანის ყოფილი ქმარი არა მხოლოდ თავისი სამსახიობო ტალანტით არის ცნობილი, არამედ პირად ცხოვრებაში პერიპეტიებითაც: უმა თურმანთან სკანდალურად განქორწინდა მას მერე, რაც მას ბავშვების ძიძასთან- რაიან შოჰიუზთან უღალატა. საბოლოოდაც მასთან დარჩა. უმა ხშირად იხსენებს, ერთ დღესაც გადაღებებიდან შინ დაბრუნებულმა როგორ წაასწრო საწოლში თავის ქმარს და ბავშვების ძიძას. ეტანს მაშინ კარიერაში არც ისე კარგი პერიოდი ჰქონდა და ღალატი იმით ახსნა,
რომ უმა მეტისმეტად კაშკაშა ვარსკვლავი იყო და ძალიან ჩრდილავდა ქმარს.
ეტანს მცირე ხანს სერიოზული დეპრესია ჰქონდა, თუმცა უმამ არ აპატია. სამაგიეროდ, გარკვეული დროის შემდეგ რაიანმა ისევ დაურეკა მსახიობს, ურთიერთობები განაახლა და 2008 წელს ცოლადაც გაჰყვა მას- უკვე რვა თვის ორსული. დღეს წყვილს ორი შვილი ჰყავს, ეტანს კი უმასთან კიდევ ორი შვილი დარჩა.

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ქორწინება სამაგალითოდ მიიჩნეოდა, თუმცა ერთ დღესაც- 2004 წლის აპრილში, გაჩნდა ინფორმაცია, რომ დევიდმა ვიქტორიას თავის პირად მდივან რებეკა ლუსთან უღალატა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვიქტორიამ რამდენჯერმე აუკრძალა რებეკას დევიდთან ურთიერთობა, მაგრამ ის მაინც არ ცხრებოდა და დევიდის ცდუნებას განაგრძობდა. მერე კი ჟურნალისტებთანაც მოაღო პირი და დაწვრილებით ისაუბრა თავის რომანზე. ამ ამბავში ისევ ვიქტორია დადგა მაგრად, ასე ადვილად არ დაანგრევინა ოჯახი მაცდუნებელს და გარეგნული სიმშვიდითა და სიძლიერით შეინარჩუნა დევიდთან ურთიერთობები, ამ ყოველივეს კი უბრალოდ ჭორები და სკანდალის მაძიებელი ქალის ნაბოდვარი უწოდა.

2012 წლის იანვარში ერთმანეთს დაშორდა ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი- მოდელი ჰაიდი კლუმი და მომღერალი სილი. მათი განქორწინების შემდეგ მალევე ჰაიდიმ შვება თავის ხელქვეითთან იპოვა- პირადი დაცვის უფროს მარტინ კრისტენთან. წყვილი ერთად გამოსვლას, საჯარო ალერსს არ ერიდებოდა და ჰაიდიც ხშირად უხდიდა მადლობას მარტინს, რომ ეს მძიმე პერიოდი გადაატანინა. რომანი ორ წელს გაგრძელდა, მერე კი მარტინის ინიციატივით დასრულდა- როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ის დაიღალა ჰაიდის ოჯახის დიასახლისის როლის შესრულებით, რადგან ჰაიდის გარდა, მას ბავშვებზე ზრუნვაც ევალებოდა. ლამაზმანს კი დიდხანს არ უღელვია, მალე იპოვა შემცვლელი- 27 წლის არტ-დილერი ვიტო შნაბელი.

2011 წელს კალიფორნიის ექს-გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის ოჯახში ნამდვილი ჭურვი გასკდა- ''რკინის არნის'' ცოლმა, ჟურნალისტმა მარია შრაივერმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. აღმოჩნდა, რომ მარიამ გვიან შეიტყო არნის გადაცდომის შესახებ- 20 წლის წინ შვარცენეგერს რომანი გაუბია მათი სახლის მოახლესთან, რომელმაც მსახიობს შვილიც გაუჩინა. კიდევ უფრო საგულისხმო და მარიასთვის მტკივნეული დეტალი ის იყო, რომ, როგორც გაირკვა, მილდრედ ბაები და მარია შრაივერი ერთდროულად იყვნენ ორსულად- მილდრედის ვაჟი ჯოზეფი არნის შვილის ტოლია.
საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მიუხედავად საჯარო ბოდიშისა, მარიამ ქმარს ასეთი ტყუილი ვერ აპატია.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS