ლიამ ჰემსვორტის ფილმოგრაფია იზრდება. მსახიობი კრიმინალურ ტრილერ „კატ ბენკიში“ მონაწილეობისთვის ემზადება- ასეთი სახელწოდება ექნება რეჟისორ მეტ შაკმანის სრულმეტრაჟიან დებიუტს. პლანეტის ყველაზე სექსუალურ გოგონად აღიარებული მაილი საირუსის მეგობარი ბიჭისთვის ეს თავის გამოვლენის კიდევ ერთი კარგი შანსი იქნება.
ლიამ ჰემსვორტი 1990 წლის 13 იანვარს დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში. მისი
ლიამი 8 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად პატარა კუნძულ ფილიპზე გადავიდა საცხოვრებლად, 2009 წლის შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა ძმებთან ერთად და იქ შეუდგა თავისი ოცნების ასრულებას. ძმები დღემდე ერთად ცხოვრობენ ლოს-ანჯელესში და სანამ პირად ცხოვრებას აიწყობენ, მარტოხელა მამაკაცების ცხოვრებას მისდევენ.
ლიამი სკოლაშივე მსახიობობდა. კარიერა კი 16 წლისამ დაიწყო ავსტრალიურ შოუებში მონაწილეობით. 2007 წელს გამოჩნდა ავსტრალიურ სერიალში „მეზობლები“ , რომელშიც მანამდე მისი ძმა ლიუკი თამაშობდა. მერე იყო საბავშვო სერიალი „პრინცესა და სპილო“ , რომელშიც მომხიბვლელი გიტარისტის როლი შეხვდა.

ამერიკაში გადაბარგების შემდეგ სილვესტერ სტალონეს მეკავშირის როლზე დაამტკიცეს ფილმში თჰე Eხპენდაბლეს, თუმცა მოგვიანებით მისი პერსონაჟი სცენარიდან ამოიღეს. სამაგიეროდ, ითამაშა ნიკოლას სპარკსის რომანის ეკრანიზაციაში- „უკანასკნელი სიმღერა“ . მისი გმირი მაილი საირუსის შეყვარებული იყო. სწორედ ამ ფილმზე მუშაობის დროს გაიბა მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები. წყვილი დღემდე ერთად არის და შარშან ნიშნობის შესახებაც გამოაცხადეს.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ლიამი მაილი საირუსის კლიპშიც გამოჩნდა, რომელიც ფილმში შესრულებულ ერთ-ერთ სიმღერაზე შეიქმნა.
სხვათა შორის, 2010 წელს ავსტრალიურ საბავშვო კინოდაჯილდოებაზე მისი და მაილის კოცნა საუკეთესო კინოკოცნად აღიარეს.
ლიამის ბოლოდროინდელ პროექტებს შორის ასევე არის „არაბული ღამეები“ , „დაბრუნება“ , თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია სიუზენ კოლინზის ბესტსელერის ეკრანიზაცია „მშიერი თამაშები“ , რომელშიც ჯენიფერ ლოურენსს გაუწია პარტნიორობა.
ჟურნალი „რეიტინგი“