2013 წელს ქეთას ჯგუფი ''ყველაზე ნომინირებად'' ჯგუფად დაასახელეს, რადგან წელს ის უამრავი დაჯილდოების ბევრ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. აქედან მთავარი იყო გამარჯვება ნომინაციებში ''საუკეთესო პოპკოლექტივი'' და ''საუკეთესო ხმოვანი შოუ''.
სულ ბოლოს კი მოსკოვში გამართულ
წარმატებულმა ჯგუფმა რუსეთში პრესტიჟული ჟურნალ TOP BEAUTY-ს შემოთავაზებაც მიიღო, ფოტოსესიაც გამართა და ჟურნალის აგვისტოს ნომრის გარეკანზე სწორედ ''ა-სტუდიოს'' ვიხილავთ.

ამასობაში ქეთამ დასვენებაც მოასწრო და თავის მეორე ნახევართან - ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად ზღვის სანაპიროზე განმარტოვდა. ერთობლივი ფოტოები ქეთამ სოციალურ ქსელშიც განათავსა.

იქ არა მხოლოდ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოებია, არამედ ქეთას ფოტოები ბიკინებით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა კარგად გამოიყურება ქეთა და რუს ვარსკვლავებს ტოლს არაფერში უდებს.

ქეთამ ისიც განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ქორწილი ჯერ არ ჰქონია. ლევი თურმე დიდ ქორწილზე ოცნებობს, ქეთას კი პატარა ზეიმი უნდა ''თავისიანებისთვის''.
ჟურნალი ''რეიტინგი''