ალიმჟან ტოხტახუნოვი უიღურული წარმომავლობის რუსი მეწარმეა, მეცენატი და ''სამამულო საფეხბურთო ფონდის'' პრეზიდენტი. მოსკოვში რამდენიმე მსხვილი კაზინოს თანამფლობელია.
რუსულ და დასავლურ პრესაში
სანამ თავის ახალგაზრდა ცოლს შეხვდებოდა, ტაივანჩიკს ჰყავდა მეგობარი ქალი, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს - ბალერინა ლოლიტა კოჩეტკოვა. ლოლიტას მამის ვინაობა ბევრმა არ იცის, რადგან ლოლა ბავშვობიდან დედის გვარს ატარებს.

იულია მალიკს, რომელიც მასზე 40 წლით არის უმცროსი, ბიზნესმენი ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა. ქალების მოყვარული ტაივანჩიკი გოგონათი მაშინვე მოიხიბლა. ერთად გაატარეს ერთი წელიწადი და ტყუპი ქალიშვილის დაბადებიდან შვიდ თვეში სკანდალურად გაიყარნენ.
- იულია უდარდელად ცხოვრობდა, - ჰყვებიან მეცენატის მეგობრები, - ალიმჟანი არ არის ძუნწი კაცი, მას ყველა კაპრიზს უსრულებდა, მაგრამ იულია ვერ მიხვდა, რომ თუ გავლენიან ადამიანთან ცხოვრობ, ღირსეულადაც უნდა მოიქცე.
ერთხელ ალიმჟანმა იულიას მობილურ ტელეფონში იპოვა ფოტოები, რომლებზეც მისი ცოლი ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად გართობის დროს იყო აღბეჭდილი. ჰოდა, მაშინვე გააგდო სახლიდან. ახლა იულია ბავშვების უფლებისთვის იბრძვის, თუმცა ტაივანჩიკის გავლენას თუ გავითვალისწინებთ, საეჭვოა, რამე გამოუვიდეს. არადა, გოგონას საკუთარი ბინაც არ აქვს და არც რაიმე სხვა სახსარი, რომ თავი ირჩინოს.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















