07 ნოემბერი, 2014
შვედეთის პრინცი ცოლად სკანდალურ მოდელს ირთავს
შეგახსენებთ, პრინცისა და მოდელის რომანი 2008 წელს დაიწყო შვედეთის 35 წლის პრინცი კარლ ფილიპი სულ ახლახან ყველაზე სასურველი სასიძოების რეიტინგში მოიხსენიებოდა, თუმცა უკვე მარტო აღარ არის - 29 წლის სოფია ჰელკვისტზე დაქორწინებას აპირებს.

სოფიაზე კარლ ფილიპი, შვედეთის მეფე კარლ გუსტავის ერთადერთი ვაჟი, ჯერ კიდევ ივნისში დაინიშნა. ახლა კი ქორწინების თარიღიც გამოაცხადა - 2015 წლის 13 ივნისი. პრინცი თავის მოდელ საცოლეზე სტოკჰოლმში დაიწერს ჯვარს. `მოუთმენლად ველოდებით ზაფხულსა და ქორწინებას, შვედეთი ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია~, - ნათქვამია
მომავალი ცოლ-ქმრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრინცისა და მოდელის რომანი 2008 წელს დაიწყო. ამბობენ, რომ სამეფო ოჯახს პრინცის რჩეული, მისი მგზნებარე წარსულის გამო, იოლად არ მიუღია. სოფია, პრაქტიკულად, შიშველი პოზირებდა მამაკაცების ჟურნალებისთვის, მონაწილეობდა რეალურ შოუებში და არც ხმაურიანი წვეულებების სიყვარული დაუმალავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS