05 ნოემბერი, 2014
ოქრო შეიხებისა და ოლიგარქებისთვის - ყველაზე ძვირად ღირებული ნომერი შვიდვარსკვლავიან სასტუმროში
მდიდრებს ხომ ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება შეუძლიათ. ოქროთი მოვარაყებული ძვირად ღირებული ნომერი სწორედ სუპერმდიდრებისთვის არის.

''სამყაროს სიყვარული და მარადიული ფასეულობები მართავს? რაციონალიზმი და სიმყუდროვე? არა! მთავარი ფულია, ბევრი ფული! ორსართულიანი ნომერი დუბაის ლეგენდარულ სასტუმრო Burj Al Arab-ში, 780 კვადრატული მეტრის ფართობით, ორი საძინებლითა და კაბინეტით, ყველა დეტალით უსვამს ხაზს, რომ მისი სტუმრები გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც სამყაროს მართავენ.

Rating

აქ ჩერდებიან შეიხები და პრეზიდენტები, ოლიგარქები და ცნობილი სახეები. სასტუმროში მხოლოდ ორი ასეთი ნომერია, სულ ზედა სართულზე. ისინი
თითქმის ყოველთვის დაკავებულია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც თავისუფალი იყო და გადავიღეთ'', - ამბობს საშა ჩებანი, ცნობილი მოგზაური, რომელიც ხალხს პოპულარულ სასტუმროებს აცნობს.

არაბულ სამყაროში სტილსა და ფუფუნებაზე სხვა წარმოდგენა აქვთ. იქ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, ოქროთი უნდა ელვარებდეს. Burj Al Arab-ი ამის დასტურია. ამ სასტუმროში 202 ნომერია, რომლებიდანაც ყველა ულტრალუქსის კლასისაა, ორსართულიანები, ელექტრონიკითა და უამრავი მომსახურე პერსონალით გადაჭედილი.

Rating

თუმცა ამ ნომრებს შორისაც კი არის ყველაზე მაღალი კატეგორია - ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის. ROYAL TWO-BEDROOM SUITE-ის კატეგორიის ორი ორსართულიანი ელიტური ნომრისკენ ცალკე ლიფტი მიემართება. ყველაფერი ხაზგასმულად მდიდრული, ექსტრავაგანტურია.

სტუმარს აქ თავისუფლად შეუძლია დატკბეს ფუფუნებით, სიმყუდროვით, ულამაზესი დუბაის ხედებით, უმაღლესი ტექნიკით, მდიდრულად მოწყობილი კაბინეტით, საძინებლებით, სააბაზანოთი.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS