''სამყაროს სიყვარული და მარადიული ფასეულობები მართავს? რაციონალიზმი და სიმყუდროვე? არა! მთავარი ფულია, ბევრი ფული! ორსართულიანი ნომერი დუბაის ლეგენდარულ სასტუმრო Burj Al Arab-ში, 780 კვადრატული მეტრის ფართობით, ორი საძინებლითა და კაბინეტით, ყველა დეტალით უსვამს ხაზს, რომ მისი სტუმრები გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც სამყაროს მართავენ.

აქ ჩერდებიან შეიხები და პრეზიდენტები, ოლიგარქები და ცნობილი სახეები. სასტუმროში მხოლოდ ორი ასეთი ნომერია, სულ ზედა სართულზე. ისინი
არაბულ სამყაროში სტილსა და ფუფუნებაზე სხვა წარმოდგენა აქვთ. იქ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, ოქროთი უნდა ელვარებდეს. Burj Al Arab-ი ამის დასტურია. ამ სასტუმროში 202 ნომერია, რომლებიდანაც ყველა ულტრალუქსის კლასისაა, ორსართულიანები, ელექტრონიკითა და უამრავი მომსახურე პერსონალით გადაჭედილი.

თუმცა ამ ნომრებს შორისაც კი არის ყველაზე მაღალი კატეგორია - ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის. ROYAL TWO-BEDROOM SUITE-ის კატეგორიის ორი ორსართულიანი ელიტური ნომრისკენ ცალკე ლიფტი მიემართება. ყველაფერი ხაზგასმულად მდიდრული, ექსტრავაგანტურია.
სტუმარს აქ თავისუფლად შეუძლია დატკბეს ფუფუნებით, სიმყუდროვით, ულამაზესი დუბაის ხედებით, უმაღლესი ტექნიკით, მდიდრულად მოწყობილი კაბინეტით, საძინებლებით, სააბაზანოთი.
ჟურნალი ''რეიტინგი''