28 ოქტომბერი, 2014
ნუდი თუ პორნოგრაფია - ჰერბ რიცი, რომელმაც სიშიშვლე ხელოვნებად აქცია
1952 წლის 13 აგვისტოს ლოს-ანჯელესში ლეგენდარული ფოტოგრაფი ჰერბ რიცი დაიბადა. შეძლებული ოჯახიშვილის მომავალი თითქოს განსაზღვრული იყო, რადგან ეკონომიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლების ბიზნესის გასაგრძელებლად ავეჯის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

Rating

ოჯახურმა ბიზნესმა დიდად ვერ გაიტაცა, რადგან მის ცხოვრებაში მოულოდნელად ფოტოგრაფია შემოვიდა. ჰერბი ფოტოგრაფიის კურსებზე ჩაეწერა, მაგრამ მის ნამუშევრებს ყველა ჟურნალი იწუნებდა.

Rating

1970 წელს ერთ მშვიდ საღამოს ავტოსადგურზე სიმპათიური ახალგაზრდა შენიშნა და ფოტოს გადაღება სთხოვა. ეს ახალგაზრდა მომავალში ჰერბის მეგობარი და წარმატებული მსახიობი რიჩარდ გირი აღმოჩნდა.

Rating

სწავლა მალე
მიატოვა და გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მისი ფოტოები პოპულარული ჟურნალების გარეკანზე გამოჩენილიყო. გირის შემდეგ უამრავი ცნობილი სახე გადაიღო, მაგრამ რევოლუციონერი მაინც შიშველი ნატურის გადაღებაში აღმოჩნდა.

მანამდე თუ ნუდი დაბალი ხარისხის ხელოვნებად მიიჩნეოდა, მისი გადაღებული სურათები ნამდვილ აღმოჩენად იქცა. სიშიშვლე საზოგადოებისთვის მისაღები გახდა, რადგან ჰერბის ფოტოებში პორნო არ იკითხებოდა.

Rating

მინიმალური სამოსი, ტანზე შემოტმასნილი ზედა, ტყავის ჩექმა შიშველ სხეულზე, გამჭვირვალე თავსაბურავით ''დამალული'' სახე - ეს გახლდათ ჰერბის განსაკუთრებული ხელწერა, რომლის გამეორებაც მისი დროის სხვა ფოტოგრაფებმა მხოლოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ გაბედეს.

Rating

მოგვიანებით, როდესაც უკვე პოპულარულ ფოტოგრაფად იქცა, ცნობილი სახეები იხსენებდნენ, რომ რიცი დღის მხოლოდ ერთ მონაკვეთში - 3-დან 6 საათამდე მუშაობდა.
ელიზაბეტ ტეილორი, ჯეკ ნიკოლსონი, შერი, ალ პაჩინო, დევიდ ბოუვი, მიკ ჯაგერი, მადონა, კოფი ანანი, აფრიკელი მრავალშვილიანი ქალბატონები და სუპერმოდელები – ეს განსხვავებული ადამიანები სიამოვნებით პოზირებდნენ რიცის ობიექტივის წინ. 80-იან წლებში აქტიურად ჩაება მუსიკალურ ინდუსტრიაში, როგორც პროდიუსერი. მრავალ წარმატებასთან ერთად, 1991 წელს MTV Video Music Awards--ი გადაეცა ჯენეტ ჯექსონის სიმღერისთვის - Without You.

Rating

2002 წელს ''ნიუ იორკ თაიმსში'' ამერიკელი ფოტოგრაფის შესახებ დაიბეჭდა. რიცზე წერდნენ, რომ 50 წლის ასაკში ლეგენდარული ხელოვანი შიდსით გარდაიცვალა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, სიკვდილის მიზეზი გართულებული პნევმონია გახლდათ და არა მეოცე საუკუნის ყველაზე ვერაგი დაავადება.

Rating

ჰერბი ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ხელოვანი გახლდათ. რამდენიმე ფონდი ჰქონდა გახსნილი და აქტიურად თანამშრომლობდა ელიზაბეტ ტეილორის შიდსის საწინააღმდეგო ფონდთან.

ხელოვნების კრიტიკოსები დღემდე დავობენ მის შემოქმედებაზე, ბევრისთვის ზედმეტი სიშიშვლის გამო ჰერბს დიდ ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რიცის ხელოვნება უკვე დიდი ხანია, ისტორიის კუთვნილებაა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS