ადგილობრივ მასმედიას არც მილიარდერის ჩაცმულობა მოეწონა - მეტისმეტად უბრალოდ და დაუდევრად გამოცხადდა სახელმწიფოს მეთაურთან შესახვედრად.
ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეიტსმა სამხრეთ კორეაში ნამდვილი რისხვა დაიმსახურა იმის გამო, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი პაკ კინ ხე უნებლიეთ შეურაცხყო. სახელმწიფოს მეთაურთან მისალმებისას ''მაიკროსოფტის'' დამაარსებელს მეორე ხელი ჯიბეში ედო, რაც, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებით, თანამოსაუბრის მიმართ უკიდურესად აგდებული დამოკიდებულების ნიშანია. ჩვეულებრივ, კორეაში ამ ჟესტით სურთ აჩვენონ მეორე ადამიანს, რომ მას გაცილებით დაბალი მდგომარეობა უკავია, ვიდრე მას, ვისაც ჯიბეში უდევს ხელი.ადგილობრივ მასმედიას არც
მილიარდერის ჩაცმულობა მოეწონა - მეტისმეტად უბრალოდ და დაუდევრად გამოცხადდა სახელმწიფოს მეთაურთან შესახვედრად. ადგილობრივი პარლამენტის მეთაურმა კი გამოაცხადა, რომ ამერიკელი სტუმრის ასეთი საქციელი, მისი აზრით, ''სიბრალულის ღირსია'', თუმცა ბლოგერებმა აღმოაჩინეს, რომ ბილ გეიტსს ზოგადად ამგვარი მისალმების სტილი ახასიათებს და ამის დამადასტურებელი ფოტოებიც განათავსეს ინტერნეტში.