23 ოქტომბერი, 2014
კორეულ სერიალებს გადარეული ფანები საქართველოშიც ჰყოლია
რამდენიმე ნომრის წინ მოგიყევით ძალიან საინტერესო სერიალის შესახებ, რომელიც ''პალიტრა TV''-ის ეთერში ამ შაბათ-კვირას დაიწყო. ვისაც ისტორიული ამბები უყვარს, მათთვის ეს სერიალი ნამდვილი მისწრებაა.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში სერიალების ბუმი რომ არის, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. გარდა ამისა, ისიც ვიცით, რომ ლათინო-ამერიკულ სერიალებს ტოლს არ უდებს და მგონი, პოპულარულობით უკვე ასწრებს კიდევაც თურქული, თუმცა სულ ახლახან ასპარეზზე, გაგიკვირდებათ და, კორეელები გამოჩნდნენ, რომლებმაც უკვე დაიკავეს საკუთარი ნიშა.

''პალიტრა TV'' არის პირველი არხი ქართულ ტელესივრცეში, რომელიც ამგვარ ექსპერიმენტზე წავი
და და შეისყიდა სწორედ უახლესი კორეული სერიალი, სახელად ''იმპერატორის მეუღლე''.

ის ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს ერთი უბრალო გოგონას ისტორიას, რომელიც ჯერ იმპერატორის მეუღლე გახდა, ხოლო შემდეგ თვითონ ავიდა ტახტზე. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღების ხარისხი ძალიან მაღალია, არის შესანიშნავი ბატალური სცენები და ჩანს კოსტიუმების მხატვრის უდიდესი შრომა.

ცნობილია, რომ მეთოთხმეტე საუკუნის ჩინეთის საიმპერატორო კარის კოსტიუმებია აღდგენილი და ამისთვის გადამღებმა ჯგუფმა უდიდესი ძალისხმევა გასწია.

უცნაურია, მაგრამ ქართველ მაყურებელს უკვე სცოდნია იმის შესახებ, რომ კორეული სერიალები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც კი სერიალის რეკლამა ''პალიტრა TV''-ზე განთავსდა, კომენტარებმაც არ დააყოვნა.

მარიტა გიგაური: ''ძალიან მაგარია. არ მჯერა, ქართული გახმოვანება რომ აქვს''.

ხატია ხუციშვილი: ''
ვაიმე, ეს სერიალი როგორ მიყვარს. კარგი იქნება, თუ სხვა კორეულ სერიალებსაც გაუშვებთ, ველოდებიიიი''.

ეკა ნავროზაშვილი: ''ერთი სული მაქვს, დაიწყოს.'' ნინა დადიანი: ''მარტო შაბათ-კვირას? მთელი ხუთი დღე შაბათ-კვირას დაველოდები მოუთმენლად''.

მარი გიგატაძე ემჯეი: ''რა მაგარია. როგორც იქნა, შემიძლია, კორეულ სერიალებს ქართულად ვუყურო''.

ლი ანი: ''გვეღირსააააა''.

როგორც შევიტყვე, არა მხოლოდ საქართველოშია კორეული სერიალებისადმი დიდი ინტერესი. სხვა ქვეყნების კინოფორუმებს რომ ეწვიოთ, ინტერესი იქაც უდიდესია, თუმცა მათ უკვე ნანახი აქვთ კორეული კინონაწარმი, ჩვენ კი ამის საშუალებას ''პალიტრა TV'' ყოველ შაბათსა და კვირას, საღამოს 21 საათიდან გვაძლევს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
კრისტინა
ძალიან კარგი დორამები აქვთ კორეელებს. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ორასამდე დორამა მაქვს ნანახი და ყველაზე ხარისხიანი და საინტერესო დორამები მაინც სამხრეთ კორეელებს აქვთ. მადლობა ღმერთს რომ დაიწყეს ქართულად გახმოვანება. ძალიან მაგარია
17:31 / 03-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
საქართველოშიც ბლომად გვაქვს ფანებს ნანახი კორეული სერიალები, არიან ისეთი ბავშვებიც რომლებიც ტიტრებითაც უყურებენ ოღონდ უყურონ...იმიტომ რომ ძალიან კარგი სერიალები აქვთ...ძალიან მიხარია რომ როგორციქნა ნორმალურ სერიალს ეზიარება სრულიად საქართველო... 고마워요!!!
15:29 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ძააან მაგარიაააა :*:*
11:43 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დეა
ეჰჰ...გაგიკვირდებათ და მხოლოდ დრამებზე არ ვართ "გადარეულები" :))) .... ქეიფოფზე და საერთოდ კორეაზე ^^ ... წლებია რაც კორეის შესახებ ვიცით და ამიტომ ჩვენთვის უცხო არაა.
23:33 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
შევასწორებ, სულ ახლახანს კი არა უკვე ათი წელია ჰალუს ტალღამ ანუ კორეულმა კულტურამ მთელი აზია მოიცვა, ბოლო 5 წელოა ევროპაშიც გავიდა. 5 წელია რაც ქართველებიც დიდ ინტერესით უყურებენ კორეულ დრებს.არსებობს ფორუმები, კორეული კულტურის ბლოგები და ფან ფეიჯები უკვე სამი წელია.ასე რომ არც ისე პირველები ხართ :დ თუმცა კაია რომ ფართო მასაზე გავიდა ტელევიზია. კამსამდა
19:46 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS