თუმცა მანამდე ამბობდნენ, რომ სწორედ ამბერმა დაადგა მას რქები, როცა მერაია კერის ყოფილ ქმარ ნიკ კენონთან გააბა რომანი.
''გთხოვთ, მოეშვით ამ სულელურ ჭორებს. მე არასოდეს ვუღალატებდი ჩემს ქმარს... სამწუხაროდ, ჩემი უკვე ყოფილი ქმარი იმავეთი ვერ დაიკვეხნის. დათრგუნვილი და გამოცარიელებული ვარ'', - დაწერა ამბერმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.
30 წლის მოდელი ქმრისგან მილიონ დოლარს ითხოვს და ასევე სრულ მეურვეობას
ჟურნალი ''რეიტინგი''